მცენარეთა დაცვის სპეციალისტის, ზაირა ღუბელაძის განმარტებით, ბზის დაავადებას სამეგრელოში მასობრივი ხასიათი აქვს. დაავადება გავრცელებულია ყველგან, ტყეშიც, ეზოებშიც და ქალაქის სკვერებშიც. დაავადების გამომწვევი სოკოები და ბაქტერიები სახლობენ მცენარის ფესვებზე. ისინი იწვევენ ფესვების ლპობას. მცენარე უკვე ვეღარ ითვისებს ნიადაგიდან წყალსა და საკვებ ნივთირებებს და ხმება.
ზაირა ღუბელაძის განმარტებით, ბრძოლის მეთოდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიადაგის ღრმა ფენების დამუშავება ნავთობის ზეთის ემულსიით, ინსექტიციდებით, ფუნგიციდებით, რადგან პათოგენური მიკროორგანიზმები ნიადაგში რჩება მცენარის გახმობის შემდეგაც და დაავადება ვრცელდება.
სპეციალისტმა ეს ინფორმაცია ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა (OECI) სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსსა და მცენარეთა დაცვის სპეციალისტების შეხვედრაზე გააკეთა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოს ბზის დაავადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.