დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყე
საქართველოს ტყეებში სავალალო მდგომარეობაა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/07 13:49:05

ტყეების მართვის დღევანდელი ვითარება და მისი გავლენა მოსახლეობაზე



საქართველოს მასშტაბით 1933 სოფელი გამოიკითხა


მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, ტყეების მდგომარეობის ცვლილების დინამიკა უარყოფითია და თანდათანობით უარესდება, გაკაფულ ფერდობებზე დაწყებულია ეროზიული პროცესები, გაზრდილია ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების რისკი, მძიმე მდგომარეობაა სატყეო გზებთან დაკავშირებით, ტყეების დეგრადაციის შედეგად სოფლებში შექმნილია სასმელი წყლის პრობლემები…

 სოციოლოგიური კვლევა საქართველოს 7 რეგიონის 1 933 სოფელში ჩატარდა და მისი მიზანი სატყეო რესურსებზე არსებული მოთხოვნების დადგენა, ტყეების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე მათი ზეგავლენის შესწავლა იყო.

სამიზნე რეგიონების თითოეული მუნიციპალიტეტის ფარგლებში გამოიკითხა ყველა სოფლის წარმომადგენელი (თითო წარმომადგენელი თითო სოფლიდან, შეირჩა ყველაზე ინფორმირებული პირი, რომელიც მეტ–ნაკლებად ფლობდა სრულ ინფორმაციას სოფლის შესახებ). კვლევის დროს გამოყენებული იყო ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარი, კვლევის საგნის ირგვლივ როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების მიზნით.

ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია  მდგომარეობის შეფასების, სატყეო ფონდის ტერიტორიების მართვისა და ექსპლუატაციის, ბიომრავალფეროვნებისა და მავნებელ–დაავადებები სატყეო ფონდში არსებული წყლის რესურსებისდასაქმების,  მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და ადგილობრივი ტყის რესურსებით სარგებლობის (შეშა, სამსალე მერქანი, საკვები პროდუქტები და სამკურნალო მცენარეები, ნადირობა, ტყეების კულტურულ რეკრეაციული გამოყენება, ტურიზმი, ძოვება, სასოფლო–სამეურნეო მიწების მართვა) შესახებ.

 

ტყე და სიღარიბე


ანგარიშის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლების 81 %-ში მიიჩნევს, რომ ტყეების მდგომარეობისა და სატყეო სექტორის მართვის სისტემის ცვლილებებმა ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გააუარესა. მცხეთა–მთიანეთში ეს მაჩვენებელი 77 %-ია, ქვემო ქართლსა და აჭარაში კი – 68-69%. გამოკითხულები ამ გაუარესებაში გულისმობენ: შემოსავლების შემცირებას ტყის მერქნული და არამერქნული რესურსებიდან; შემოსავლების შემცირებას სოფლის მეურნეობიდან; სასოფლო–სამეურნეო მიწებისა და საძოვარ–სათიბების დეგრადაცია/შემცირებას და სასმელი წყლის დეფიციტს.

 

მოსახლეობას ტყიდან მერქნული რესურსი ვერ გამოაქვს

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლების 56% აცხადებს, რომ მოსახლეობას ტყიდან მერქნული რესურსი ვერ გამოაქვს, კახეთში ეს მაჩვენებელი 51 %-ს შეადგენს. განსაკუთრებით პრობლემურია სამასალე მერქანი. მასზე დაწესებული შეზღუდვები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: ქვემო ქართლი - 89%, კახეთი - 83 %, აჭარა და სამეგრელო-ზემო სვანეთი - 76%, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 67 %. მნიშვნელოვნადაა შეზღუდული ხელმისაწვდომობა წვრილ სამასალე მერქანზე (სარი, წნელი, ჭიგო): ქვემო ქართლი - 53%, აჭარა - 50 %, სამცხე-ჯავახეთი - 48%, კახეთი - 44 %.

 

წითელი ნუსხის სახეობები ყველა რეგიონში იჭრება

 

ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლების 90 %-ში აცხადებენ, რომ ტყეში იჭრება წითელი ნუსხის სახეობები, დანარჩენ რეგიონებში ეს მაჩვენებელი 70-80 %-მდე მერყეობს.  ეს სახეობებია: მაღალმთისა და ჭალის მუხა, უთხოვარი, ლაფანი, საკმლის ხე (კახეთი), კაკალი, თელა (სამცხე-ჯავახეთი), კოლხური ბზა, უთხოვარი (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

 

აჭარაში ტყეები დაავადებების გამო ნადგურდება

 

აჭარის სოფლების 81 %-ის სიახლოვეს არსებული ტყეები ნადგურება დაავადებების გამო. სამცხე-ჯავახეთში ეს მაჩვენებელი 44 %-ია, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 36, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი - 33.

 

გაყიდული ტყეები

ყოველ მეათე სოფელში აცხადებენ, რომ მიმდებარე ტყის მიწები დარეგისტრირდა, როგორც კერძო საკუთრება. რეგისტრაციები 2012 წლის არჩევნებისა და მის შემდგომ პერიოდში განხორციელდა. მოსახლეობა ასევე ადასტურებს ტყით დაუფარავი ფართობების პრივატიზაციის ფაქტებს.

 

 

„ტყეების მართვის დღევანდელი ვითარება და მისი გავლენა მოსახლეობაზე“ – კვლევისანგარიში ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია