დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერის ხედვა
ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობას თანაინვესტირების ფონდიდან გეგმავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/01 15:12:21

თანაინვესტირების ფონდიდან შესაძლო პორტის მშენებლობის შესახებ განცხადება პრემიერმა-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მისი განაცხადებით, საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა და ასეთი პორტის მშენებლობით ქვეყნის ტვირთგამტარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ივანიშვილის განმარტებით, თავდაპირველად იხილებოდა სამი პროექტი და საბოლოოდ არჩევანი ანაკლიის პორტზე შეჩერდა.

 "თანაინვესტირების ფონდის არსებობა ქვეყანას უკვე აძლევს დიდ რეკლამას და ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა პროექტებში ჩადონ ფული. ფონდს შესაძლებლობა აქვს, არა მხოლოდ თანაინვესტირების, არამედ შესაძლებელია ამ ფონდიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება.საუბარია საშუალო და დიდი პროექტებზე, მაგრამ თუ ინვესტორს ექნება სურვილი, საკუთარ პორტში შეიყვანოს თანაინვესტირების ფონდი, მან უნდა მიმართოს ფონდს. საქართველო გახლავთ სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენ განვიხილავთ ანაკლიაში წელიწადში 110 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობის პორტის მშნებელობას. რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში. წინა ხელისუფლება კი საუბრობდა ამ პორტის მშენებლობაზე, მაგრამ მათ არც პროექტი ჰქონდათ და არც დასაფინანსებელი თანხა. ვიდრე ანაკლიის პორტს მივანიჭებდით უპიტრატესობას, სამი პროექტი განვიხილეთ, მინდა გითხრათ რომ ლაზიკის პორტი აგებდა ანაკლიის პორტთან. ახლა ვმუშაობთ კონსორციუმის შექმნასა და დაფინანსებაზე", -განაცხადა ივანიშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდში 1 მლრდ დოლარი ბიძინა ივანიშვილის ფული, მთლიანი კაპიტალი კი - 6 მლრდდოლარი იქნება. ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელინვესტორთა ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერით შეიქმნა. კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელპირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორების სია მოიცავს: დაბი ჯგუფს (Dhabi Group), რაკიას (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდს (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელ კომპანიას - ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგს (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგს (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილს,ალექსანდრე მაშკევიჩს, ბადრიპატარკაციშვილის ოჯახს და სხვა ინვესტორებს.

 

 

წყარო "BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია