დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაითვალისწინებს თუ არა ქუთაისელი მძღოლების „ხუშტურებს" ტრანსპორტის სამსახური?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/09/30 13:03:15

ერთი თვის წინ №57 მიკროსაავტობუსო ხაზის დანიშვნას მოყოლილი მძღოლების ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად, „პასელოკი“-წერეთლის უნივერსიტეტის დამაკავშირებელი სამარშრუტო ხაზი, შესაძლოა, კვლავ გაიხსნას. როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ სვლაგეზზე მუშაობის სურვილი იმ მძღოლებმა გამოთქვეს, რომლებმაც ერთი თვის წინ ახალი მიკროავტობუსის დანიშვნა  შემოსავლების მოსალოდნელი შემცირების მიზეზით გააპროტესტეს და ორი დღის განმავლობაში ქალაქის რამდენიმე უბანში საქალაქო ტრანსპორტის პარალიზება მოახდინეს.  

ექსპერიმენტალური სამარშრუტო ხაზის შესაძლო დაბრუნების შესახებ ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, ნესტორ კეპულაძემ, სამსახურის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, მძღოლებმა სამსახურს განცხადებით მიმართეს და ხაზის აღდგენა მოითხოვეს,  მხოლოდ იმ  პირობით,  თუ ხაზი მათი საკუთრება იქნება.  კეპულაძემ კი განაცხადა, რომ ქალაქში მოძრავი ტრანსპორტი, რომელიც წლების მანძილზე კერძო საკუთრებას წარმოადგენს, ქალაქს პრობლემებს უქმნის, რის გამოც აუცილებელია მისი მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთება.

„დაიღალა ქალაქი მათი ხუშტურებით. როცა მოუნდებათ გაიფიცებიან, როცა მოუნდებათ იმუშავებენ. არ შეიძლება ასე უსასრულოდ გაგრძელდეს," –განაცხადა კუპულაძემ.

თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ქალაქის ტრანსპორტის 100%-იანი წილი კერძო საკუთრებას  წარმოადგენს, პროცესი,  სავარაუდოდ, უმტკივნეულოდ არ წარიმართება.

რას ფიქრობენ საქალაქო ტრანსპორტის ბიზნესის მესაკუთრეები ტრანსპორტის სამსახურის ინიციატივაზე? შპს „სითი ლაინისა" და  შპს „სამგზავრო 2007"-ის პოზიციებს psnews.ge მალე შემოგთავაზებთ.  

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია