დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო დაწესებულებებს ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება დაეკისრა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/27 13:01:36

2013 წლის 28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით „საია“-ს ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს.

„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გაგვეცნო შეკრებილი საზოგადოებისთვის რა პრაქტიკა გააჩნია „საია“-ს ქუთაისის ორგანიზაციას ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. 2013 წლის 1 სექტემბრიდან კანონმდებლობაში  ინფორმაციის პროაქტიული გამოყენების ვალდებულება შევიდა, რომლის მიხედვითაც ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებული საკუთარ  ვებსაიტზე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსია გამოაქვეყნოს. შესაბამისი ნორმატიული აქტები  მიიღო მთავრობამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ, სასამართლომ და სხვა დაწესებულებამ, იმედია აღნიშნული დაწესებულებები ვალდებულებას შეასრულებენ და საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება“-აღნიშნა „საია“-ს იურისტმა გიორგი ჭიქაბერიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია