დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა კვლავ დასაქმებაა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/09/26 12:22:54

 

ქუთაისში  გამოკითხულთა 56%–ისთვის მთავარი პრობლემა დააქმებაა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში"  ჩაატარა. კვლევის შეგედებთ ირკვევა, რომ  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუთაისის მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტები უცვლელია. კერძოდ, პირველ ადგილზე კვლავ უმუშევრობაა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ 35%–ს აქვს სტაბილური სამსახური. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, გამოკითხულთა მხოლოდ 2%  არ ეძებს სამსახურს. მათი 31% კი თვლის, რომ არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილები არათუ გაიზარდა, არამედ პირიქით–შემცირდა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით,  დასაქმების შემდეგ დგას  არასათანადო სამედიცინო მომსახურება.  ქუთაისის მოსახლეობისთვის ერთ–ერთ საკვანძო  პრობლემად  კი მაღალი კომუნალური გადასახადებია.  

ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის  მთავარი  ქვეყნის  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

კვლევა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში", მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დაიწყო და  3 სექტემბს დასრულდა.  
ქვეყნის მასშტაბით, სულ 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI -ს კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ეგიდით და  შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია