დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იყო თუ არა კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემები მიკერძოებული და რა პოსტს დაიკავებს კოკო გამსახურდია საზმაუწყებელში? (23 სექტემბრის პრეს-დაიჯესტი)
ავტორი:
2013/09/23 13:58:23

23 სექტემბრის პრესაში  წამყვანი თემა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული სკანდალია.

"კვესიტაძის კი არა, ცხრა მშიერი ლომის არ მეშინია"– ამბობს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემები მიკერძოებულობის გამო დაიხურა.

"ჩვენ გვაქვს როგორც ევროპის, ისე ამერიკის მონიტორინგები. ასევე არსებობს ჟურნალისტური ქარტია. ისინი მიუთითებენ, რომ ეს გადაცემები იყო მიკერძოებული და ამიტომ დაიხურა",– ამბობს თამაზ ტყემელაძე.

საზმაუწყებლის  დირექტორის პოსტზე კოკო გამსახურდია ინიშნება? აღნიშნულ პოსტზე შესაძლო დანიშვნას  თავად გამსახურდია არ ადასტურებს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდთან შეხვედრებს მართავს. გამსახურდიასთან შეხვედრის ფაქტს არ უარყოფს ბორდის თამვჯდომარე ემზარ გოგუაძე, თუმცა, ამბობს, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ვახშამი იყო, სადაც,  გამსახურდიას არა დირექტორობაზე, არამედ,  მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელობაზე  იყო საუბარი.

"კონსტანტინესთან ვახშმობა დანაშაულია? ამჟამად, მაუწყებლის მონიტორინგის სამსახურის პოსტი ვაკანტურია და  სწორედ ამ თემაზე გავდივართ კონსულტაციებს კონსტანტინესთან",– ამბობს გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას ემზარ გოგუაძე.

"რას დაჰპირდა რუსეთის პრეზიდენტი მის უწმინდესობას? საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პუტინის შეხვედრის უცნობი დეტალები. პატრიარქისა და რუსეთის პრეზიდენტის ერთ–ერთ შეხვედრზე, ილია მეორემ ვლადიმერ პუტინისგან აფხაზეთში და ცხინვალში ქართველების დაბრუნების დაპირება მისცა. პუტინის თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა,  თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში მოექცეს" – წერს გაზეთი "ასავალ–დასავალი".

ადეიშვილი საქართველოში მის საკუთრებაში არსებულ ქონებას ყიდის?– ამის შესახებ გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. მისი თქმით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ე.წ. სკაიპის საშუალებით უკვე გაასხვისა თბილისში, დები იშხნელების ქუჩაზე მდებარე ბინა ავეჯით. ვინ და რა ფასად იყიდა ადეიშვილის ბინა, ეს უცნობია.

"აფხაზეთში, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 10 ადამიანია გასამართლებული. ბოლო დაკავებულს  ზურაბ თორაძეს 12 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მას სეპარატისტთა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ლიზბერტ ფოცხოოღლის მკვლელობაში ედება ბრალი",– წერს გაზეთი "რაო–რაო"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია