დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ნაციონალური მოძრაობა" –„ქუთაისის ხელისუფლება არის მავნებელი"
ავტორი:
2013/09/23 11:47:42

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ვიცე–მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი შარაბიძის განცხადებას, ქუთაისის ბიუჯეტის მოსალოდნელ სეკვესტრთან დაკავშირებით,  გამოეხმაურა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქუთაისი პირველად არის ბიუჯეტის სეკვესტრის საფრთხის წინაშე. ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა შეგნებულად ცდილობს ქუთაისისადმი ინტერესი დაუკარგოს ინვესტორებს.

„მავნებლები  არიან და მიზანმიმართულად ანადგურებენ იმას, რაც გაკეთდა ქუთაისში. ბოლო 9  წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ბიუჯეტი არ სრულდება. სამ მილიონიანი გარღვევა გვაქვს უკვე არაფინანსურ აქტივებში.   მანამდე ყოველთვის გადაჭარბებით სრულდებოდა ბიუჯეტი. ამთი თვითმიზანი როგორც ჩანს არის ის, რომ ხელოვნურად დაუგდონ ფასი ქუთაისში არსებულ ქონებას და შემდეგ თავად შეიძინონ. სრულიად უუნაროები არიან და ვერ ახერხებენ ქალაქის მართვას",–ამბობს "ნაციონალური მოძრაობის"  ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია უკლება.

                                                      

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია