დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი თევდორაძე: „ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა ზარ-ზეიმით მიღებული ბიუჯეტის დეფიციტს „ნაციონალებს“ აბრალებს“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/23 10:32:57

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, .ქალაქის ყოფილი მერი გიორგი თევდორაზე ქუთაისის ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს facebook-ზე გამოეხმაურა. თევდორაძემ ქუთაისის საკრებულოს ახლანდელ უმრავლესობას მიმართა - "მივმართავ ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ უმრავლესობას, რომელიც შთაგონებული სახით გვმოძღვრავს, რომ არარეალური ბიუჯეტი ,,დახვდათ,, ( ნეტავ ,,საიდან მოვიდნენ?!")და ამით იმართლებს თავს შეუსრულებული ბიუჯეტის გამო... ბატონებო,თუ ჩემი, ჯერ-ჯერობით საღი მეხსიერება არ მღალატობს, ეს ბიუჯეტი თქვენმა უმრავლესობამ მიიღო ზარზეიმით და ერთსულოვნად!!! თუ ასეთი შეუსრულებელი იყო, იქნებ ისიც ამცნოთ საზოგადოებას, ვინ გადაგიგრიხათ ხელები, რომ მხარი დაგეჭირათ?! ვიცი, განტევების ვაცად ეგრევე ნაციონალური მოძრაობა წარმოგიდგებათ (თითქოს თქვენს უმეტესობას არაფერი აკავშირებდეს მასთან) მაგრამ, რაკი მოკლე მახსოვრობა გაგაჩნიათ, შეგახსენებთ, რომ ამ ბიუჯეტის მიღებისას (2012 წლის დეკემბერი) ნაციონალური მოძრაობა უკვე აღარ იყო ქვეყნის მართვის ბერკეტებთან და თუ, ნამუსი მოგცემთ გადმობრალების საშუალებას, იმისი მაინც შეგრცხვეთ- დამარცხებულმა პარტიამ, მაშინ როგორ შეგაშინათ თავისი ყოფის ყველაზე კრიტიკული ფაზაში და თქვენთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიგაღებინათ."- წერს თევდორაძე და საზოგადოებას დასკვნების გაკეებისაკენ  მოუწოდებს, ასევე აღნიშნავს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტს გადაჭარბებითაც კი ასრულებდა. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა თქვენს პრინციპულობასა და ღირებულებების სიმტკიცეზე! ისე, ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით ბიუჯეტს, იყო შემთხვევები გადაჭარბებითაც!"
გიორგი თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტი იმ ეკონომიკური ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით დაიგეგმა, რაც ბოლო წლებში შესამჩნევი იყო ქვეყანაშიც და ქუთაისშიც.
"
ის, რომ დღეს ადგილობრივი ბიუჯეტი ფაქტიურად ვარდება, იმის ბრალიცაა, რომ ეკონომიკური რეგრესმა და საინვესტიციო ინტერესების დღითიდღე კლებამ არასახარბიელო ასახვა ჰპოვა ქალაქის საბიუჯეტო მდგომარეობაზე!!!ანუ, ქონების შეძენისა და ბიზნესის წამოწყების მსურველი გაუგებარი მომავლის მქონე საქართველოშიც და ქუთაისშიც სამწუხაროდ დღითიდღე სულ უფრო ნაკლები ხდება ამას კი ნამდვილად ვერავინ გათვლიდა ზარზეიმით მოსული მეოცნებე ხალისუფლების გარიჟრაჟზე, როცა სრულიად საქართველო ,, საოცარ ეკონომიკურ აღმავლობას" ელოდა- აღნიშნავს ქუთაისის ყოფილი მერი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია