დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფული
23 სექტემბრიდან მიმოქცევაში ახალი 20-ლარიანი ნომინალი შემოვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/20 19:36:25

23 სექტემბრიდან მიმოქცევაში ახალი, 2013 წელს გამოშვებული 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები შემოვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 23 სექტემბრიდან მიმოქცევაში შემოვა 20-ლარიანის ახალი ბანკნოტები.

თუმცა, იგივე დადგენილაება განსაზღვრავს, რომ ახალი ბანკნიტები  2011 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური იქნება.

განსხვავება არ არის  დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. 20 ლარიან ბანკნოტზე  შეცვლილია მხოლოდ გამოშვების წელი და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევაში წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად ჩაეშვება და ანგარიშსწორება განხორციელდება შეუფერხებლად.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, მიმოქცევაშია 1995 წლის 2 ოქტომბრიდან. ეროვნული ვალუტა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალებაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია