დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნინო ბურჯანაძე: "როდესაც მამა თერჯოლაში მუშაობდა, თერჯოლა ყვაოდა"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/20 16:17:06

საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულისა და თერჯოლის რაიონების ამომრჩევლებს შეხვდა. პარტია "დემოკრატიული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. ბურჯანაძემ ასევე წინა ხელისუფლების მმართველობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მის მხარდამჭერებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლა და ტერორი ხორციელდებოდა”.

ნინო ბურჯანაძემ თერჯოლელ ამომრჩევლებთან მამის ანზორ ბურჯანაძის მუშაობის პერიოდი გაიხსენა. მისი განცხადებით, ბურჯანაძის მმართველობის დროს თერჯოლაში ბევრი რამ კეთდებოდა.

მამა ძალიან ბევრს აკეთებდა ქართული კულტურისთვის, ქართული საზოგადოების გაძლიერებისათვის. ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთხმად აღნიშნავდა, რომ იმ პერიოდში ყვაოდა თერჯოლაში კულტურა და ბევრი რამ კეთდებოდა. მე ამ ადამიანების  მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაქვს. ძალიან კარგად ხედავენ, თერჯოლელები თუ ვის შეუძლია მათი პრობლემების მოგვარება. ქვეყანამ უნდა წარმართოს სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილურობის და სამართლიანობის განცდა, ჰქონდეთ სამუშაო და შეძლონ თავიანთი შრომით საკუთარი ოჯახების რჩენა, ამას კი მხოლოდ გამოცდილი და გამბედავი პოლიტიკოსი შეძლებს.“ – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3249
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია