დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ინფრასტრუქტურისთვის 13 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/19 11:47:16

ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საქართველოსში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საგრძნობლად გაიზარდა. რა თანხა იხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ქუთაისში? ამ საკითხზე psnews.ge-ს ქუთაისის ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე ესაუბრა:რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის  გამოიყო 13 845 430 ლარი; შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება - 12 611 458 ლარი. საერთო ჯამში ივლისი-აგვისტოს განმავლობაში ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ინიცირებული წინადადებების საფუძველზე, რეგიონალური განვითარების ფონდიდან მოხდა დამატებით 2 788 010 ლარის გამოყოფა. ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის დროისათვის, ივლისის თვის დასაწყისში, ათვისებული იყო რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების 22%, აგვისტოს თვის ბოლოსათვის ათვისება გაიზარდა 64%-მდე და ჯამური ღირებულებით 8 429 270 ლარი შეადგინა; სექტემბრის 18 რიცხვისათვის ათვისება (მიმდინარე სამუშაოები, ტენდერზე გაშვებული, შერჩევა შეფასების პროცესში მყოფი და დასრულებული) უკვე 100% პროცენტს შეადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია