დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ეკა ბესელია მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/17 16:38:00

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულებაში მოთავსებულიმსჯავრდებულის, გიორგი გულაბერიძის განცხადების საფუძველზე რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს. განცხადებაში გიორგი გულაბერიძე აღნიშნავს, რომ არის უკანონოდ მსჯავრდებული და აღწერს რა საქმის გარემოებებს, მიუთითებს პოლიციის სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. ის ასახელებს კონკრეტულ პირებს, პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისტემატური ცემით, წამებით, ღირსების შემლახველი ქმედებებითა და არაადამიანური მოპყრობის სხვა მეთოდებით  ცდილობდნენ მის იძულებას ეღიარებინა დანაშაულის ჩადენა. მისივე განმარტებით , ამის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რამაც მარჯვენა მენჯის ძვლის ფუნქციის დაკარგვა გამოიწვია. ის ხაზგასმით მიუთითებს  პროკურორ გიორგი დავითაშვილზე, რომელიცაქტიურად მონაწილეობდა მის ცემა-წამებასა და სხვა უკანონო ქმედებებში.განმცხადებელი ითხოვს დასახელებული პირების მიმართ გამოძიების დაწყებას და მათ დასჯას.

რეკომენდაციაში  ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ კომიტეტმა შეისწავლა მსჯავრდებული გიორგი გულაბერიძის განცხადება და მიაჩჩნია, რომ საკითხი საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას, რადგან სხვა დასახელებულ მოხელეებთან ერთად საქმე ეხება იმ პროკურორის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც დღესაც ახორციელებს საპროკურორო საქმიანობას, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ზოგადად პროკურატურის იმიჯზე. „ მხოლოდ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებით გახდება შესაძლებელი საზოგადოების წინაშე მისი რეაბილიტაციის, ხოლო კანონიერი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მისი სათანადოდ დასჯის, რაც უდავოდ იქნება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის - სამართლიანობის აღდგენის მისაღწევად გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. განსახილველ განცხადებაში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, აგრეთვე იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 1441-ე, 1442-ე, 1443-ე, 335-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, რაც გამოძიების დაწყების საფუძველია, ხოლო ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ამ სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გამოძიების დაწყება სავალდებულოა,“-- ნათქვამია რეკომენდაციაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2328
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია