დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმერეთის ვიცე-გუბერნატორის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს
ავტორი:
2013/09/16 15:40:21

ქუთაისის სასამართლომ იმერეთის ვიცე-გუბერნატორისა და ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის  ამირან ძოწენიძის საქმის წარმოება  დაასრულა. საბოლოო განაჩენი დღეს გახდება ცნობილი.

„რომც არ დავესწროთ, განაჩენი  მაინც უნდა გამოაცხადონ. მხარეებს შორის მოსმენა უკვე შედგა და დღეს უნდა გავიგოთ შედეგი",-ამბობს ამირან ძოწენიძე.  

ქუთაისის ყოფილმა ვიცე-მერმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც იგი ვიცე-მერის პოსტიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული  რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს.  მომჩივანი მხარე თანამდებობაზე  დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვდა.

სასამართლოს მიერ ძოწენიძის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვიცე-გუბერნატორს  არ აქვს გადაწყვეტილი დაბრუნდება თუ არა ვიცე-მერის პოსტს.    

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია