დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აჩუქა თუ არა საქართველოს პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს ძვირადღირებული საათი და ვის დაკითხვას აპირებს თინა ხიდაშელი? იხილეთ 16 სექტემბრის პრესის მიმოხილვა
ავტორი:
2013/09/16 14:00:41

დღევანდელ პრესაში წამყვანი თემა საპრეზიდენტო არჩევნებია. ჟურნალ–გაზეთების უმრავლესობა სწორედ ამ თემაზე აკეთებს  აქცენტს.

გაზეთი "ასავალ–დასავალი" გთავაზობთ ინტერვიუს ერთ–ერთ საპრეზიდენტო კანდიდატთან  ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ინტერვიუში ბურჯანაძე ასევე საუბრობს კოალიცია "ქართული ოცნებისა"  და  ბურჯანაძის პარტიას შორის ალიანსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, საზოგადოების განწყობას ასახავს.

"საზოგადოებას ნამდვილად უნდა, რომ ბურჯანაძისა და ივანიშვილის თანამშრომლობა ნამდვილად შედგეს, რადგან ხედავენ, რომ საქართველოსთვის ეს ძალიან კარგი იქნება",– ამბობს ბურჯანაძე.

საპრეზიდენტო არჩევნების თემას ეხმაურება გაზეთ "PRIME TIME"  სადაც,  განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სოციალური კვლევების საზოგადოების აზრთან შეუსაბამობაზე საუბრობს.

"როდესაც პარტიები კვლევებს ატარებენ გგონიათ თავად აინეტრესებთ შედეეგბი? ძირითადად ეს გათვლილია საკუთარი პარტიის წევრებზე ზემოქმედებისთვის, შემდეგ კი საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენისთვის",–ამბობს შაშკინი.

აჩუქა თუ არა საქართველოს პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს ძვირადღირებული საათი და შეიძლება თუ არა ფაქტი კორუფციის შესახებ კანონის რეგულირებას დაექვემდებაროს? რა ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები მოჰყვა ივანიშვილსთვის საათის ჩუქების ფაქტს, ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის ქრონიკის"  ორშაბათის ნომერში.

ვის დაკითხვას აპირებს  თინა ხიდაშელი?  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია  30–მდე პირის დაკითხვას გეგმავს. იხილეთ  გაზეთ "ვერსიის"   ორშაბათის ნომერი.

რატომ ეძახიან "პროცენტას" დევნილთა მინისტრს დავით დარახველიძეს? – ნახეთ "კვირის ქრონიკის" ახალ ნომერში.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას განათლების მინისტრთან  ინტერვიუთი ეხმაურება  გაზეთი  "კვირის პალიტრა".

"წელს პირველკლასელები განახლებულ კომპიუტერებს მიიღებენ, რომლებიც,  ადრე უფრო სათამაშო ფუნქციას ასრულებდა",–ამბობს სანიკიძე.  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია