დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიკეთის გაკვეთილები შშმ პირების დასახმარებლად
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/15 15:24:12

ინკლუზიური სწავლების ცენტრი ქუთაისში 4 წელია ფუნქციონირებს. და-ძმა ამაღლობელებმა ცენტრი კერძო დაფინანსებით გახსნეს, რომელიც  ამ ეტაპზე 22 ბენეფიციარს ემსახურება.

შშმ  პირები ცენტრში ყოველდღიურად დადიან და სხვადასხვა ხელობას სწავლობენ.

„ჩემი ძმიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, სწორედ იმიტომ, რომ კარგად ვიცით იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც სრულწლოვანების შემდეგ სახელმწიფო ცენტრებს გარეთ რჩებიან, კერძო დაფინანსებით და იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გოჩა თევდორაძის დახმარებით გავხსენით ცენტრი, სადაც ბავშვები 17 წლის შემდეგაც ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.. სწავლობენ სახვადასხვა ხელობას, გვყავს ახალგაზრდა პოეტი, ფერმწერი და ეს ბავშვები გრძნობენ, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან“-აღნიშნა ცენტრის დამფუძნებელმა შორენა ამაღლობელმა.

გასული წლების მსგავსად ცენტრის 15 ბენეფიციარი დღეს დასასვენებლად ურეკში გაემგზავრა. რისთვისაც ქუთაისის მერიამ სარეზრვო ფონდიდან 2000 ლარი გამოყო. ცენტრის ბენეფიციარები ბაგრატის ტაძარიდან მეუფე კალისტრატემ და ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ლომიძე გააცილეს.

 

„მისასალმებელია, რომ ეს ადამიანები ეხმარებიან ბავშვებს, რომელთაც ჩვენი მზრუნველობა სჭირდებათ და ამ ყველაფერს უანგაროდ აკეთებენ. ქუთაისის მერიამ ბავშვების დასასვენებლად 2000 ლარი გამოყო , რაც მათ კვებას მოხმარდება. იმედია, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“.-განაცხადა კოტე ლომიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია