დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო პოლიტიკა
ფულე: ევროკავშირი მზადაა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დააჩქაროს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/15 14:11:15

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროკომისია მზად არის „ყველაფერი, თითქმის შეუძლებელი“ გააკეთოს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება სწრაფად“ მოეწეროს ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან მას შემდეგ და იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმებების პარაფირება მოხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ვილნიუსის სამიტზე ნოემბერში.

„თუ ჩვენ შევძლებთ ვილნიუსის სამიტზე მოლდოვასა და საქართველოსთან ასოცირების შესახებ ამ მნიშვნელოვანი შეთანხმებების პარაფირებას, კომისიამ ნათლად აღნიშნა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ დოკუმენტების სამართლებრივი მომზადების და თარგმნის კუთხით, რათა მოქმედი კომისიის უფლებამისილების ვადის ამოწურვამდე მოხდეს მათი ხელმოწერა“, – განაცხადა ფულემ რადიო „თავისუფლების“ სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც – მომწონს მე ეს თუ არა, ეს სხვა საკითხია – სამწუხაროდ, ევროკავშირში ამ ტიპის დოკუმენტების ხელმოსაწერად მომზადებას უფრო მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ვისურვებდით. მაგრამ ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი, თითქმის შეუძლებელი გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარვადგინოთ ისინი ხელმოსაწერად“, – განაცხადა ფულემ.

ევროკომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადა 2014 წლის 31 ოქტომბერს იწურება. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი 2014 წლის გაზაფხულზე იმედოვნებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მისი პარაფირება მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია