დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
დემურ გიორხელიძე: " ქუთაისის განახლების პერსპექტივა გადავადებულია გაურკვეველი დროით!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/13 20:28:25

ჩემი მშობლიური ქალაქი - ქუთაისი!
გონებაგახსნილი და საღი ადამიანების ქალაქი.
დაკნინებული ქვეყნის დაკნინებული უმნიშვნელოვანესი ქალაქი, -
ოდესღაც, გამორჩეული ფუნქციის მატარებელი. 
როცა დედაქალაქი თავის ფუნქციის აღდგენას იწყებდა, ქვეყანაში არსებობდა რესურსი, - დედაქალაქის რეანიმაციისათვის ადამიანთა რესურსის კონცენტრაციისათვის...
ყველა საღი ადამიანი კარგა ხანია, ჩამოშორებულია აქტიური საქმიანობისაგან.

გაუგებარი ხალხის სათარეშოდ და საძიძგნად ქცეული ქალაქი!
არაფრისმაქნისი "რუხი კარდინალები", რომლებიც მოსწონს ახალ ხლისუფლებასაც, რომლებიც არაფორმალურად მართავენ ქალაქს!
საეჭვო განათლების მქონე ადამიანები თანამდებობებზე, - პარტიული ინტერესები და ხელმოცარული ადამიანების დაწინაურება პარტიული ნიშნით, -
ეს უკვე წინა ხელისუფლების დამსახურებაა!
ცვლილებები - არანაირი!

ცხადია, დიმიტრი კოპალიანი, - ქართულ პოლიტიკასა და იმ ციხურ ქუთაისურ სიტუაციაში გაურკვეველი ახალგაზრდა ნიჭიერი განათებული კაცი, - წესიერ და განათლებულ ტრადიციულ ქუთაისურ ოჯახში აღზრდილი კაცი, - შეიძლება, დიდი საფრთხე ყოფილიყო ჭაობის ამოშრობისათვის, თუ ეს რესურსი წესიერად იქნებოდა გამოყენებული.
მაგრამ...
ქალქის განახლების პერსპექტივა გადავადებულია გაურკვეველი დროით!

14 წელია აღარ ვცხოვრომ ჩემს ქალაქში, - 
რომელიც, მანამდე, არასდროს მიმიტოვებია 1-2 კვირის მეტად 
(თუ არ ჩავთვლი ერთწლიან სამსახურს არმიაში), -
ახლა წელიწადში 1-2-ჯერ თუ ჩავალ, ისიც ერთი დღით!
ყოველი ჩასვლა ტკვილია, - 
რადგან ნიჭიერი ხალხის ამ ქალაქში კარგა ხანია, არაფერი ხდება...
მოლოდინია გარკვეველი და... 
საშინელი საზოგადოებრივი პასიურობა.
სწორედ საშიში დონის საზოგადოებრივი პასიურობა ქმნის იმ მდგომარეობას, რაც დღეს ქუთაისშია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია