დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ჭიათურის წყალმომარაგების მუშაკები მძიმე პირობებს აპროტესტებენ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/12 02:15:15

გასულ დღეებში ჭიათურაში კიდევ ერთხელ წყლის პრობლემამ მწვავედ წამოიწია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჭიათურაში წყლის მოწოდების გრაფიკსა და ხარისხს აკრიტიკებს. ბოლო პერიოდში წყალმომარაგების მუშაკებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ძალიან დაბალი ხელფასების პირობებში უწევთ მუშაობა, რომელსაც ემატება წყალსადენებზე მოძველებული ინფრასტრუქტურა. წყალსადენის თანამშრომლების განცხადებით, მუშაობა უწევთ საფრთხის შემცველ გარემოში. არსებულის წყალმომარაგების სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მოძველებული სათავე ნაგებობების გარდა წყალს მოჰყვება ფიზიკური და ქიმიური მტვერი (მანგანუმი).

აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტისა და ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული ჭიათურას ორივე აწვდიდა წყალს, თუმცა ბოლო პერიოდში ,,ელოიზის“ წარმომადგენლობა აცხადებს, რომ თავისი მუშებისათვის ცისტერნებით მიზიდავს წყალს ობიექტებზე და დანარჩენზე უნდა იზრუნოს ქალაქის გამგეობამ.

მოსახლეობის მწვავე პრობლემას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირი“. ამ ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა წყალმომარაგების მუშაკების გაფიცვას:

,,ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დღითი დღე რწმუნდება, რომ ახალ ხელისუფლებას მემკვიდრეობად დემოკრატიული, სამართლებრივი და ეკონომიკური ინსტიტუტების ნანგრევები ხვდა წილად. საქართველოს  წყალმომარაგების ჭიათურის მუშა-მოსამსახურეთა დღევანდელი საპროტესტო აქციაც ამის ერთ-ერთი დადასტურებაა (გამოძახილია).

გაუკუღმართებულმა შრომის პირობებმა, წლების წინანდელმა გაუცემელმა დავალიანებამ, შემცირებულმა სამუშაო ადგილებმა და წლების განმავლობაში მუშა-მოსამსახურეების აბუჩად აგდებამ განაპირობა მათი დღევანდელი გაფიცვა. ჭიათურის წყალმომარაგების სისტემაში არსებული ქაოსის მოგვარებაზე ზრუნვა სასწრაფოდაა დასაწყები. ვერსად ნახავთ სახელმწიფოს, რომელიც ემსახურებოდეს რომელიმე კომპანიას, აწვდიდეს ფაქტიურად უფასო წყალს, ხოლო ხელფასს მუშა-ხელს თვითონ უხდიდეს. მაშინ, როცა ჭიათურის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის 70% ჯორჯიან მანგანეზის ხელშია - იმ კომპანიის, რომელმაც ეკოლოგიური კატასტროფა მოუწყო ჩვენი რეგიონის მოსახლეობას.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღნიშნული მწვავე საკითხების მოგვარება, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიმიჯნოს ,,ჯორჯიან მანგანეზისა“ და სახელმწიფოს ვალდებულებები რეგიონის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება წინაპირობა ყველა დანარჩენი პრობლემის მოგვარებისა, მათ შორის სასმელი წყლის ხარისხის, მუშა-ხელის ხელფასის დარეგულირებისა და შრომის პირობების გაუმჯობესებისა.“

ამ დროისათვის წყალმომარაგების მუშაკებმა გაფიცვა მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეწყვიტა, თუმცა პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი კვლავ გაიფიცებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია