დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ ერევა ქუთაისის მერი ქალაქში მიმდინარე პროცესებში?
ავტორი:
2013/09/11 16:13:41

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი  დღეს,  20 დღიანი შვებულების შემდეგ  მერის პოსტს ოფიციალურად დაუბრუნდა, თუმცა, ქალაქში დილიდან განვითარებულ მოვლენებს კოპალიანი მთელი დღის განმავლობაში არ გამოხმაურებია. მის ნაცვლად კი  მოლაპრაკებებს  კოტე ლომიძე აწარმოებს,  რომელიც ამ დრომდე გაურკვეველი სტატუსით  აგრძელებს მუშაობას.

ვიცე-მერი კოტე ლომიძე, რომელიც დიმიტრი კოპალიანის შვებულებაში გასვლის შემდეგ მერის მოვალეობას ასრულებდა, დღეს აქტიურ მოლაპარაკებებს მართავდა ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის გაფიცულ მძღოლებთან. გარდა ამისა, დღესვე კოტე ლომიძის სახელზე, ტრანსპორტის სამსახურის მიერ რეზოლუციაც დაიწერა, სადაც  ლომიძე მერის მოვალეობის შემსრულებლადაა მოხსენიებული.

რომელ პოსტზე აგრძელებს მუშაობას კოტე ლომიძე და დაიბრუნა თუ არა დიმიტრი კოპალიანმა მერის ფუნქციები სრულყოფილად, ამაზე პრესსამსახურში პასუხი არ აქვთ.

"ვიცი მხოლოდ ის, რომ ბატონი დიმიტრი დილიდან გამოვიდა და მუშაობს. ბატონი კოტე კი ავტომატურად უნდა დაბრუნებოდა ვიცე-მერის პოსტს. სხვას  ვერაფერს გეტყვით",- ამბობს მერის პრესსპიკერი მარი დევიძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2893
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია