დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ინტერვენციულის მედპერსონალმა გაფიცვა შეწყვიტა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/09 14:45:25

გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტერის სამედიცინო პერსონალის გაფიცვის შესახებ, არ ადასტურებს ინტერვენციული მედიცინის დირექტორი. ანჟეჟა ორჯონიკიძის განცხადებით, ეს გაუგებრობა იყო და არანაირი გაფიცვა არ ყოფილა.

„აგვისტოს თვიდან “ჩემი ოჯახის კლინიკაში“ ხელფასების გადახდის ახალი გრაფიკი მუშაობს, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებს ხელფასი მომდევნო თვის 15 რიცხვში ჩაერიცხებათ, ვინაიდან 15 სექტემბრამდე ერთი კვირაა დარჩენილი, შესაბამისად არანაირი დაგვიანება არ ყოფილა და თანამშრომლები ხელფასებს წესისამებრ მიიღებენ. ამ დროისათვის მედიცინის ცენტრში მუშაობა მშვიდ ვითარებაში გრძელდება“აღნიშნავს ინტერვენციულის დირქტორი ანჟელა ორჯონიკიძე.

მისივე თქმით,თანამშრომლებმა აღნიშნული ცვლილების შესახებ იცოდნენ და რამ გამოიწვია გაუგებრობა მათთვისაც უცნობია.

ორჯონიკიძე ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას ორი თვის გაუცემელი ხელფასების შესახებ და აღნიშნავს, რომ კლინიკას მხოლოს ერთთვიანი დავალიანება აქვს.

 

შეგახსებევთ, რომ ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო პერსონალმა დღეს დილით დაგვიანებული ხელფასები გააპროტესტა. რის გამოც მედიცინის ცენტრის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია