დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პერსონა
„ივანიშვილი – ერთადერთი ადამიანი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც მოატყუა პუტინი“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/09 12:14:29

ანდრეი პიონტკოვსკი გამოჩენილი პუბლიცისტი და ყველაზე მოთხოვნადი ანალიტიკოსია თანამედროვე რუსეთში. არის საერთაშორისო ფორუმებისა და კონფერენციების მონაწილე, რომლის ნაშრომებსაც კითხულობენ პოლიტიკოსები. არის რამდენიმე ასეული სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, პუტინის რეჟიმის რადიკალი ოპოზიციონერი.

რამდენიმე ხნის წინ ანდრეი პოინტკოვსკიმ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა. პოინტკოვსის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია, რომელმაც მოახერხა ვლადიმერ პუტინის გავლენისგან თავის დაღწევა ისე, რომ საკუთარი მილიარდებიც არ დაუკარგავს. უცვლელად გთავაზობთ პოინტკოვსკის მოსაზრების ამ ნაწილს:

 „ჩვენი ეკონომიკური სისტმემა არის უმეტესად ფეოდალური. თვენი ქონება შეიძლება წაგართვან ნებისმიერ დროს, ან გაგაჩუქებინონ. ზუსტად თქვა დერეპასკამ: „ნებიმიერ მომენტში მზად ვარ, პირველივე სიტყვაზე გადავცე ჩემი ქონება პუტინსო“. რა თქმა უნდა, მისცემს, სხვა რა გზა ექნება.

ერთადერთი ადამიანი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც მოატყუა პუტინი, ერთადერთი „გენიალური“ ადამიანი, რომელმაც შეძლო ისეთი რამ, რაც ვერ მოახერხა ვერც ბერეზოვსკიმ, ვერც ხოდორკოვსკიმ, ვერც გუსინსკიმ ვერც   პერეპასკიმ და ვერც ­პროხოროვმა, ადამიანი, რომელმაც გაძარცვა რუსი ხალხი და გაიტანა მთელი თავისი კაპიტალი „პუტინის ქურდული ობშიაკიდან“, ეს ბატონი ივანიშვილია. ეს არის ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ბანდიტ ძმებს – კვანტრიშვილებს, აკონტროლებდა დანაშაულებრივ ბანკს „რასიისკი კრედიტს“, სადაც აგროვებდნენ ყველა თავის ფულს. მას შემდეგ, რაც რუშაივომ ორივე კვანტრიშვილი წარმატებულად ჩაცხრილა, ივანიშვილი დარჩა ამ ბანკში. ბოლოს და ბოლოს მისმა ქონებამ შეადგინა 7 მილირდი. ის მიხვდა, რომ პუტინის რუსეთში რაღაც უნდა გაეკეთებინა. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ეს 7 მილიარდი პირველივე დაძახებაზე „მიეცა“ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინისთვის. ივანიშვილს თავში გენიალური იდეა მოუვიდა.  მან იცოდა, რა ღრმად ვერ იტანდა პუტინი სააკაშვილს, ამიტომ შესთავაზა რევოლუციის მოხდენა და სააკაშვილის ჩამოგდება, რისთვისაც საჭირო იყო ფული. პუტინი ისე აენთო ამ იდეით (იგი ყოველთვის აღიგზნება, როცა საქმე პირად სიძულვილს ეხება, მაგალითად სიძულვილს სააკაშვილის მიმართ...), მან უფლება მისცა ივანიშვილს, გაეყიდა ყველაფერი რუსეთში საბაზრო ფასზე ძვირადაც კი. მან გაიტანა ეს 7 მილიარდი,  რევოლუციისათვის 2 მილიარდი ნამდვილად გამოიყენა. იყიდა, რისი ყიდვაც შეიძლებოდა. დღეს სააკაშვილი ფორმალურად პრეზიდენტია, მაგრამ ის არაფერ წყვეტს. ივანიშვილი კი გახდა პრემიერ-მინისტრი. ხალხი მას აღმერთებს, თუმცა ქვეყანაში საქმე უფროდაუფრო უარესდება. ხალხი აღმერთებს იმიტომ, რომ კარგა ხანია, თავის სოფელში და მთელ რაიონში ააშენა „კომუნიზმი“ და ახლა ყველა ელოდება, რომ იგივეს გააკეთებს მთელს საქართველოში (მაგრამ ამისთვის აღარ ეყოფა დარჩენილი 5 მილიარდი). ბოლო, დასკვნითი ნაბიჯი თავისი ოპერაციისა მან განახორციელა ერთი კვირის წინ, როცა თქვა – „აი, სააკაშვილი მიდის ოქტომბერში, მე სამი დღის შემდეგ ასევე მივდივარ და მივემგზავრები. თქვენ გაერკვიეთ“.

 

აი, ეს არის წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც გავიდა პუტინის გავლენიდან.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია