დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის საუკეთესო ხუთმა საფეხბურთო ქვეყანამ ტრანსფერებში 2 მლრდ. ევრო დახარჯა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/08 12:47:37

"CIES საფეხბურთო ობსერვატორიის" ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევროპის საუკეთესო ხუთმა საფეხბურთო ქვეყანამ (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) ჯამში 2 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონში. 

ეს კი 2008 წლის მერე (რაც ობსერვატორია ანალიტიკას აწარმოებს) ყველაზე მაღალი თანხაა. უდიდესი ალბათობით, 2013 წლის სატრანსფერო სეზონი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხვავრიელი იყო. 

 

ყველაზე აქტიური ინგლისური კლუბები იყვნენ, რომელთაც ჯამში 719 მილიონი ევრო დახარჯეს ახალი ფეხბურთელების შესაძენად. ეს ერთი ლიგის ყველა დროის მიღწევაა. ქვეყნის რეკორდები დამყარდა საფრანგეთში (383 მლნ. ევრო) და გერმანიაში (259 მლნ). 

 

აღსანიშნავია, რომ ათმა ყველაზე აქტიურმა კლუბმა ამ ზაფხულს თითქმის იმდენი დახარჯა, რამდენიც დანარჩენმა 38-მა (ტოპ-5 ლიგაში 48 კლუბია) - უფრო ზუსტად კი 49%. ესეც ახალი მიღწევაა ფეხბურთში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სიმდიდრეა თავმოყრილი საფეხბურთო გრანდების ხელში. 

თითოეულ ლიგაში სამი ტოპ გუნდი რომ ავიღოთ, მათ მიერ ტრანსფერებში გადახდილი თანხა ლიგასთან მიმართებაში ლავირებს 86%-დან (საფრანგეთი) 46%-მდე (ინგლისი). 

 

დინამიკა

2008 წელს ტოპ ხუთეულის კლუბებმა ჯამში 1,8 მილიარი ევრო დახარჯეს ახალ ფეხბურთელებზე. 2009 წელს კი ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა - 1,9 მილიარდი. ამის შემდეგ საყოველთაო ეკონომიკურმა კრიზისმა ფეხბურთშიც იჩინა თავი და 2010 წელს ტრანსფერებზე "სულ რაღაც" 1,3 მილიარდი დაიხარჯა. 2011-ში თანხა 1,7 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა მომდევნო წელს სატრანსფერო ჯამმა 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა. და აი, 2013 წელს მორიგი გარღვევა - 2 მილიარდ 139 მილიონი ევრო! მთელი 540 მილიონით მეტი, ვიდრე შარშან. 

 

ჯამში

2008-2013 წლებში პრემიერლიგაში ახალი ფეხბურთელების შეძენისთვის 3,5 მილიარდი ევრო დაიხარჯა, სერია A-ში 2,5 მილიარდი, ლა ლიგაში თითქმის 2 მილიარდი, ლიგა 1-ში 1,4 მილიარდი. ყველაზე მოკრძალებულად კი ჯიბეზე ხელი ბუნდესლიგის კლუბებმა გაიკრეს - 1,2 მილიარდი ევრო. 

 

პრემიერლიგა ლიდერობს

წლევანდელი მაჩვენებლები ასეთია: 719 მილიონი ევრო - პრემიერლიგა; 404 - სერია ა; 382 - ლიგა 1; 372 - ლა ლიგა და 259 - ბუნდესლიგა. როგორც ხედავთ, ესპანურ ლა ლიგას სამმა ჩემპიონატმა გაუსწრო და ეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ესპანეთში გადავიდნენ გარეთ ბეილი (100 მილიონი ევრო) და ნეიმარი (57). 

 

ტოპკლუბების წილი

თუკი 10 ყველაზე აქტიური კლუბი 2008 წელს საერთო წილის 35%-ს ხარჯავდა, ახლა ეს მაჩვენებელი 49%-ს გაუტოლდა, თუმცა 2009 წელსაც დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელი იყო (48%). 

 

სამმა ყველაზე აქტიურმა კლუბმა წლეულს ფრანგული ბაზრის სატრანსფერო თანხის 86% დახარჯა! ლა ლიგის სამეულმა კი - 70%. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია