დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა ბოშებმა მერიასთან გააპროტესტეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/07 13:38:56

გუშინ ქუთაისის მერიის წარმომადგენლებისა და ბაზრის მოვაჭრეების შეხვედრის შემდეგ, ქუთაისში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება დაიწყო.

ქუთაისის ვიცე-მერის, თენგიზ თოფურიძის თქმით , მერიამ შსს-ს ერთობლივი მუშაობისათვის მიმართა და დღეიდან  შსს-ს და მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობის საშუალება არ მისცეს. პროცესი ჭავჭავაძის გამზირიდან დაიწყო და ვიცე-მერის განცხადებით,   მთელ ქალაქს მოიცავს.

„მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივი მუშაობით მოვახერხეთ, რომ გარემოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობაზე უარი ვათქმევინეთ, მაგრამ, რაც მთავარია, პროცესი ერთჯერადი არ უნდა იყო. ხდება ხოლმე, რომ მოქალაქეები რამდენიმე დღე არ გამოდიან ქუჩაში სავაჭროდ, მაგრამ ერთი და ორი კვირის შემდეგ იგივე მეორდება. ამიტომ უნდა მოვახერხოთ, რომ ქუთაისში გარევაჭრობის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს“-აღნიშნავს თენგიზ თოფურიძე.

თუმცა გარევაჭრობის აკრძალვის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე მოვაჭრე ბოშებმა, გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით მერიის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე შეხვდათ და სიტუაციის განსამუხტად გარემოვაჭრეებს ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ GRANDMALL-ის უკან მდებარე ობიექტში ვაჭრობა შესთავაზა. შეთავაზებული ალტერნატიული ფართით გარემოვაჭრეები უკმაყოფილონი დარჩნენ. 

მერის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე ლომიძის და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ დეისაძის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეებს უფლება მიეცათ, სასკოლო ბაზრობის დასრულებამდე „უნივერმაღის“ გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ივაჭრონ, ერთი კვირის შემდეგ კი რომელიმე შეთავაზებულ ობიექტში გადავლენ სამუშაოდ.

 

შეგახსენებთ, გუშინ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ბაზრობების და სავაჭრო ცენტრების მოვაჭრეები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი გარევაჭრობის აკრძალვა იყო. მოვაჭრეები მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტთან აქციით იმუქრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2862
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია