დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო
ამირან ძოწენიძე: - "მერია პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს, რათა პოსტზე აღდგენის უფლება აღარ მქონდეს"
ავტორი:
2013/09/06 18:57:45

ქუთაისის ყოფილი  ვიცე-მერის  ამირან ძოწენიძის სასამართლო პროცესი მერიის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. შუამდგომლობის მოტივი კი  მერიაში  დასაქმებული  იურისტების შვებულებაში ყოფნა დასახელდა, რის გამოც  სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა.

თავად ამირან ძოწენიძე მომხდარს  მიზანმიმართულ ქმედებას უწოდებს და ამბობს, რომ მერიამ  შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, ერთადერთი მიზეზით დააყენა - რათა ხელოვნურად გააჭიანუროს დრო.

"როგორც იცით მე თავის დროზე ამ თანამდებობაზე  დავინიშნე იმ პირობით, რომ ჩემი უფლებამოსილება განხორციელდებოდა მხოლოდ კონკურსის გამოცხადებამდე. ახლა, როცა კონკურსი თითქმის დასრულებულია, მათ ხელოვნურად გაჰყავთ დრო, რადგან  კონკურსის დასრულების შემდეგ მე აღარ მექნება აღნიშნულ თანამდებობაზე დაბრუნების უფლება. აბსურდია ის განცხადება თითქოს იურისტები არ ყავთ. მაშინ გამოდის, რომ მერია არ მუშაობს,  რადგან იურისტების გარეშე პარალიზებულია ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა. სხვათაშორის მხოლოდ გუშინ გაუშვეს მათ იურისტი შვებულებაში", -განაცხადა psnews.ge -სთან საუბარში ამირან ძოწენიძემ.

აღსანიშნავია, რომ ძოწენიძე, რომელიც ამჟამად იმერეთის ვიცე-გუბერნატორია, კანონის თანახმად ვიცე-მერის პოსტს ვეღარ დაიკავებს, თუმცა,  როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარია ღირსების აღდგენა.

 

 

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის სასამართლო პროცესი 13 სექტემბერს 4 საათზეა ჩანიშნული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია