დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
ნარმანიას უწყება თანამშრომლებს მიმართავს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/05 16:08:57

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის საკანონმდებლო არჩევნებთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვების გამო თანამშრომლებს აფრთხილებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მზადაა, სრულად დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ამით ხელი შეუწყოს საპრეზიდენტო კამპანიის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიმართვაში.

საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში მომუშავე საჯარო მოხელეებს უფლება არ აქვთ, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს;

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს ეკრძალებათ იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს აკრძალულია ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

არსებული კანონმდებლობით,  წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, მოწოდება ან დაპირება. საჯარო მოხელეებს ასევე ეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია