დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია
იპოთეკური სესხით დაზარალებულები პარლამენტის წინ კარვების გაშლას გეგმავენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/05 15:57:37

მესამე დღეა, იპოთეკური სესხით დაზარალებული მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან. მათი მოთხოვნა კვალ უცვლელია და ხელისუფლებისგან გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები, უყურადღებობის შემთხვევაში, პარლამენტის წინ კარვების გაშლას გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მათგანმა გუშინ შიმშილობა დაიწყო. პარლამენტთან მყოფი მოქალაქეების  განცხადებით, პარლამენტის წინ იპოთეკური სესხით დაზარალებული პირები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან შეიკრიბნენ.

„რამდენიმე აქ მყოფი უკვე გამოასახლეს და რამდენიმეს იგივე ბედი გველოდება, არავინ ჩვენზე არ ფიქრობს. პატარა ბავშვებით ღია ცის ქვეშ ვრჩებით, მთავრობამ კი ჩვენ დასახმარებლად კანონი ვერ მიიღო, გვესმის, რომ იპოთეკარებიც ცოდვები არიან, მაგრამ ხომ შეიძლება გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები მოგვცენ, დროში გადაგვივადონ, ხელი შეგვიწყონ. ხომ არ ვითხოვთ, რომ რაიმე გვაჩუქონ,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„არა უსახლკარობას“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან  საპროტესტო აქცია სამი სექტემბრიდან მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია