დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან
ავტორი:
2013/09/04 12:12:23

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სტიქიას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. შავი ზღვიდან წამოსული ციკლონი  ძლიერ ქარს და წვიმას გამოიწვევს. მოსალოდნელია სეტყვაც. ზოგ რეგიონში არსებობს ღვარცოფის საფრთხე.

სტიქიის შედეგების თავიდან ასაცილებლად მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს 112–ის ცხელი ხაზი. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი  სტიქიის შედეგების თავიდან ასაცილებლად მობილიზებულია სამხედრო ქვედანაყოფები.  მეორე დღეა მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები. 

ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა მოსახლეობა მოსალოდნელ სტიქიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილა. ციკლონის  მოქმედება  სავარაუდოდ ხვალ დილამდე გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია