დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო გადაწყვეტილება
კოტე რატიანი: „არ ვიცი, მომავალში დავრჩები თუ არა თანამდებობაზე“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/02 15:13:22

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის, კოტე რატიანის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ რატიანის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, რის გამოც ქუთაისის მერიას დაეკისრა ვალდებულება, ყოფილი ვიცე-მერის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, დააბრუნოს თანამდებობაზე და განაცდური სრულად აუნაზღაურონ.

რატიანი სასამართლო პროცესს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ წესისამებრ, გარკვეული პერიოდი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, თუმცა, არ აქვს გადაწყვეტილი, მომავალში გააგრძელებს თუ არა ვიცე-მერად მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ კოტე რატიანი თანამდებოდან კიკვიძის ქუჩაზე მიმდინარე დაუსრულებელი სამუშაოების მიზეზით გაათავისუფლეს.

ამ დროისათვის მერიის წინააღმდეგ საქმე ადგილობრივი თვითმმართველობის ოთხმა ყოფილმა თანამშრომელმა მოიგო.

დღესვე, 15 საათზე, კიდევ ერთი ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის პროცესია ჩანიშნული. მერიიდან რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტები იცავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია