დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი გარდაცვლილის მეუღლეზე ძებნის გამოცხადებას ითხოვს
ავტორი:
2013/08/31 15:47:01

ქუთაისის # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 39 წლის პატიმრის კობა აფხაიძის გადაცვალების ფაქტზე, აფხაიძის ოჯახი პატიმრის მიერ თვითმკვლელობის შესახებ გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება და ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.  აფხაიძის გარდაცვალების საქმეში ოჯახის წევრები ერთ–ერთ მთავარ ფიგურად ამ უკანასკნელის მეუღლეს მზისა მაკასარაშვილს მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მაკასარაშვილი ძიებისთვის მნიშვნელოვანი პირია, რის გამოც მისი დაკითხვა აუცილებლად უნდა მოხდეს.

საქმე იმაშია, რომ მზისა მაკასარაშილს, რომელიც აფხაიძესთან კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება, თუმცა წლების განმავლობაში მის მეუღლედ მოიაზრება,   აფხაიძის ოჯახის  წევრებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. გარდაცვლილი პატიმრის დეიდა ლამარა ნანიკაშვილი psnews.ge –სთან საუბარში ამბობს, რომ მაკასარაშილის ჩვენება ძიების პროცესში ბევრ რამეს შეცვლის, რადგან აფხაიძის მეუღლემ გარდაცვლილი პატიმრის ცხოვრების ყველა დეტალი იცის და მისივე თქმით იგი გარდაცვალების გარემოებასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია.

"კობას გარდაცვალების შემდეგ თვალით აღარ გვინახავს. მხოლოდ ერთხელ დარეკა და როცა გაიგო მომხდარის შესახებ, ყველა ნომერი გამოცვალა. ვის არ მივმართე, რომ ძებნა გამოაცხადონ, მაგრამ ამბობენ, რომ ამისთვის საკმარისი მოტივი არ არსებობს. მე კი ვამბობს, რომ მან ბევრი რამ იცის, რაც ძიებას დაეხმარება"–ამბობს  ლამარა ნანიკაშვილი.

აფხაიძის დეიდა უახლოეს დღეებში საქართველოს მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას და საქმეზე დამატებითი დეტალების მიწოდებას გეგმავს.

ლამარა ნანიკაშვილი ამბობს, რომ აფხაიძეს თავი არ მოუკლავს, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც გარდაცვალებამდე აფხაიძეს კისრისა და სახის არეში სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობა აღენიშნება. ნანიკაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაიძე ცემით მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს. გარდაცვლილი პატიმრის დეიდა საქმეში ციხის უფროსის ზურაბ პეტრიაშვილისა და გამომძიებლის ჯონი იობიძის ბრალეულობას ხედავს და საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

39 წლის კობა  აფხაიძე ოზურგეთის პოლიციამ  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მიმდინარე წლის მარტში დააკავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. აფხაიძის სასამართლო პროცესი 3 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა 1 მაისს ოფიციალური ვერსიით პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია