დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამბაქო ძვირდება
ავტორი:
2013/08/31 12:53:56

 

პირველი სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე  აქციზი იზრდება, რაც ფინანსთა სამინისტროს ინფორმციით  საცალო ვაჭრობაში თამბაქოს 15 თეთრით გაზრდას გამოიწვევს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად სასურველია თამბაქოზე უფრო მაღალი ფასის დაწესება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა არალეგალურად რეალიზაციის საფრთხე შეიქმნას.

თამბაქოს აქციზის გაძვირების მოლოდინში სამომხმარებლო ბაზარზე თამბაქოს ფასმა უკვე მოიმატა.

საქართველო თამბაქოს მოხმარების მიხედვით ევროპაში  ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა. სტატისტიკის მიხედვით   მწეველთა რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონს აღწევს, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. ბოლო წლებში თამბაქოს მოხმარება განსაკუთრებით გახშირდა არასრულწლოვან გოგონებში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია