დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს
ავტორი:
2013/08/30 14:03:46

 

დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ, ვიცე მერთან და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან  ერთად ქალაქის ოთხ ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. კახიანოურის უბანში,   გოგოლისა და ჭყონდიდელის ქუჩაზე  ფილების სამუშაოების დათვალიერებისას, პარალელურ ქუჩაზე მცხოვრებმა  ვიტალი შავგულიძემ მერიის წარმომადგენლებს უყურადღებობის გამო უსაყვედურა.

"რამდენი წელია წყალი დგება ჩვენს ქუჩაზე და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყოველი წვიმის შემდეგ აუტანელი სიტუაციაა, ქუჩაზე ვერ გაივლი ისეთი მგომარეობაა. სანიაღვრე ვერ გააკეთეს ამდენი წლის განმავლობაში. ხრეში დაყარეს ადრე, მარა ისიც წყალმა ჩარეცხა. რამდეგჯერ მოგმართეთ, მაგრამ არ იჩენთ არანაირ ყურადღებას. ლამის წყალმა დაგვახრჩოს ხალხი", –განაცხადა მამია გურიელის 11 ნომერში მცხოვრებმა ვიტალი შავგულიძემ.

მერიის წარმომადგელები  ვიტალი შავგულიძეს დახმარებას დაპირდნენ.

კახიანოურის უბანში, ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. კახიანოურში შპს "გემო" 2 მილიონ 399 ათასი ლარის სამუშაოებს განახორცილებს. ფილების დაგება ქალაქის 19 უბნაში იგეგემება. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ქალაქის 38 ქუჩაზე ჯამში  929 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია