დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისისა და კიშინოვის დაძმობილებულ კლუბებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი:
2013/08/27 15:21:19

 

 დღეს, მოლდოვას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოლდოვის კიშინოვისა და საქარველოს ქუთაისის "Campus Lions Club" - ებს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა. დაძმობილებული კლუბები სამომავლოდ სხვადასხვა კულტურულ–საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას გეგმავენ.

"უკვე ორი წელია რაც ჩვენი კლუბი არსებობს, ამ ხნის ანმავლობაში არაერთი საქველმოქმედო და კულტურულ–საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელეთ. მოლდოვაში კიშინოვის "Campus Lions Club" -ი არის ძალაინ აქტიური და სწორედ ამ პრინციპით შევარჩიეთ ეს კლუბი სათანამშრომლოდ. მოლაპარაკებებს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად ასევე ვაწარმოებთ გერმანიისა და თურქეთის ახალგაზრდულ კლუბებთან" –ამბობს  ქუთაისის "Campus Lions Club" –ის ხელმძღვანელი მონიკა მარღანია.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენთვის, რადგან დღეს არის მოლდოვის დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც  ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ. ჩვენმა დაძმობილებულმა კლუბებმა გადავწყვიტეთ განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები მომავალში",–ამბობს კიშინოვის "Campus Lions Club" -ის ხელმძღვანელი სერგიო გავრილოვი. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია