დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ 52 ვაკანსიაზე უკვე 590 განაცხადი შევიდა
ავტორი:
2013/08/27 15:11:08

ქუთაისის საკრებულოს საკონსკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის 52 ვაკანტურ თანამდებობაზე 590 განაცხადია შესული. მარგველაშვილის თქმით, ვაკანსიების მიხედვით აქტივობა თითქმის თანაბარია.

"უმრავლეს შემთხვევაში  უმნიშვნელოა სხვაობა. რიგ  შემთხვევაში 10 განაცხადია, ზოგიერთ ვაკანსიაზე 17, ერთ –ერთ ვაკანსიაზე 29 აპლიკაციაც კი შემოვიდა.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქტოვობა ძირითადად  თანაბარია. რადიკალური განსხვავებები არ გვაქვს", –ამბობს თამაზ მარგველაშვილი.

კომისიის თავმჯდომარე psnews.ge -სთან ასევე საუბრობს მერიის  იმ  4 თანამშრომელზე, რომლებმაც,  თანამდებობებიდან გათავისუფლების შემდეგ , სასამართლო პროცესი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მოიგეს. მარგველაშვილის თქმით, სავარაუდოდ ისინი კონკურს არ დაექვემდებარებიან და თანამდებობეზე ავტომატურად დაინიშნებიან.

"ვფიქრობ, რომ არ დაექვემდებარებიან კონკურსს, თუმცა იურისტებთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია და შემდეგ გვეცოდინება ზუსტად", –ამბობს მარგველაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ მერიიდან გათავისუფლებული 4 თანამშრომელი დაკავებულ პოსტებზე აღდგებიან,  გამოდის, რომ მათი თანამდებობები არც ახლაა ვაკანტური, თუმცა მათზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია.  

კონკურსში მონაწილეობის ვადა მიმდინარე თვის 30 აგვისტოს იწურება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია