დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბერეზოვსიმ და პატარკაციშვილის ოჯახმა დავა შეწყვიტეს
2012/09/14 10:00:30

ყოფილმა რუსმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსიმ  და  გარდაცვლილი ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დავა შეწყვიტეს და ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება გააფორმეს.  გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების  პირობები კონფიდენციალურია.

ყოფილი ოლიგარქი გარდაცვლილი ბიზნეს პარტნიორის მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონების დიდ ნაწილს ედავებოდა. საქმე უნდა განხილულიყო ლონდონში 2012 წლის მეორე ნახევარში. სასამართლო პროცესში მოპასუხედ ჩართული იყო 18 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე, შვილები და დედა.

ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის დავა ბადრის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო.  2008 წელს ბერეზოვსკიმ სარჩელით მიმართა ლონდონის სასამართლოს და განაცხადა, რომ მასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის 1995 წლიდან არსებობდა ჯენტლმენური შეთანხმება ბიზნესის ერთობლივ წარმოებაზე.

როგორც ბატონი ბერეზოვსკი აცხადებდა, ზეპირი შეთანხმებაში არ შედიოდა ბიზნესმენების სახლები, ავტომანქანები, იახტები და თვითმფრინავები. დანარჩენი - პრაქტიკულად მთელი ბიზნესი იყო საერთო და თუკი წინასწარ არ შეთანხმდებოდნენ სხვა რამეზე, ყველა ბიზნესპროექტში თითოეულის წილი იყო 50%.

პატარკაციშვილის ოჯახი აღიარებდა, რომ ბერეზოვსკითან გარდაცვლილს ჰქონდა საერთო ბიზნესი, თუმცა ეს შეეხებოდა რამოდენიმე ბიზნეს-პროექტს და არა მთელ ბიზნესს. თავის მხრივ, როგორც  ბატონი ბერეზოვსკი ამტკიცებს, ყოფილი პარტნიორის დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო მოქმედების გამო მას არ შეუძლია დაადგინოს ის ბიზნეს აქტივები, რომლებსაც ისინი ფლობდნენ  ერთობლივად. შესაბამისად, სასარჩელო პრეტენზიის შეფასება კონკრეტულ თანხად თავის დროზე ვერ მოხერხდა, რადგან მოსარჩელემ ვერ შეძლო ყველა საწარმოს და ბიზნესის დასახელება. სარჩელში ჩამოთვლილი იყო 70-ზე მეტი კომპანია და აქტივი, რომელზეც ბორის ბერეზოვსკი აცხადებდა პრეტენზიას.

 

 

(პ.ც.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1358
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია