დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მირიან ებანოიძე და სოსო იორღანაშვილი ფრანკფურტის ლიტერატურულ სალონში
2011/07/04 12:35:35

თანამედროვე ქართული ლიტერატურის პირველი გერმანულენოვანი ანთოლოგიის გამოცემის შემდეგ ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი თავის მეორე საავტორო საღამოზე ახალი იდეით წარსდგა.

 

21 ივნისს სალონის პოდიუმზე მწერლისა და ლიტერატურული კრიტიკოსის ტანდემი სალონის მასპინძელმა, პროფესორმა მანანა თანდაშვილმა მომავლის ფორმატად დასახა და პირველ საღამოზე ორივე კონტრაჰენდის ფუნქცია ქუთაისელებს გადაულოცა. ფილოსოფიის პროფესორი მირიან ებანოიძე და მწერალი სოსო იორღანაშვილი მსმენელის წინაშე თავიანთი გერმანულად პირველად ნათარგმნი ტექსტებით წარსდგნენ.

სოსო იორღანაშვილი გერმანელმა მსმენელმა აღიქვა, როგორც ბანალური პასაჟების ლიტერატურული ორნამენტირების ოსტატი და ავტორი, რომელიც ბევრ ყურადღებას უთმობს დეტალებს. იგი არ ჰყვება ისტორიას ომისა და მშვიდობის შესახებ, იგი ქმნის განწყობის კონტექსტს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მკითხველი ამ კონტექსტიდან არ გაექცეს. მისი მოთხრობები, მიუხედავად გმირთა დაბნეული, წარუმატებელი და სევდიანი სულიერი მდგომარეობისა, ვერ ელევიან იმედს, რომელიც მკითხველში ხანდახან მოთხრობის დამასრულებელი წერტილის შემდეგ იბადება.

ლიტერატურულ სალონში წაკითხულ ტექსტებზე მსმენელმა საინტერესო დისკუსია გაუმართა ავტორს და მისი მომავალი ლიტერატურული გეგმებით დაინტერესდა.

მირიან ებანოიძის ფილოსოფიური ესეების კრებული „კლასიკის კვლევა არაკლასიკურ ეპოქაში“ ასევე გერმანულად ითარგმნა და პირველად საავტორო საღამოზე ფრანკფურტში გაჟღერდა. ავტორის ცალსახა ენა და ლიტერატურული პროცესების ღრმა ფილოსოფიური ანალიზი განსაკუთრებით საინტერესო და ემოციური დისკუსიის საგანი გახდა სალონში. დასმულ კითხვებზე პასუხისას მირიან ებანოიძე ბრწყინავდა ზოგადი ლიტერატურული პროცესების უბადლო ცოდნითა და პარალელებით მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებთან.

საღამოსათვის გათვლილი საათნახევრიანი ფორმატი ინტენსიური დისკუსიის მსხვერპლი გახდა და, მიუხედავად საღამოს ოფიციალური დახურვისა, კიდევ დიდხანს გაგრძელდა - ამჯერად გერმანული ლუდის კათხების ირგვლივ.  

 

ზაქარია ფურცხვანიძე

P.S.-ისათვის ფრანკფურტიდან

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია