დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტმა ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლა
2009/11/18 17:20:52

ჭიათურის მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისში, გაეროს ოფისის წინ საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ჭიათურმანგანუმის“ კრედიტორმა ასმათ ქურცაძემ განაცხადა, 18  ჭიათურელი 72 საათის განმავლობაში პრეზიდენტ სააკაშვილთან ან პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის 15 მონაწილე თვითლიკვიდაციით იმუქრება. როგორც გაირკვა, უკვე 380 დღეა „ჭიათურმანგანუმის“ 4 კრედიტორი და მაღაროში მუშაობის დროს დაინვალიდებული 14 ადამიანი ჭიათურაში აქციას მართავს. მათ ქალაქის ცენტრში კარვებიც კი დადგეს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. ქურცაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები გაეროს შენობის წინ პრეზიდენტისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე დარჩებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია