დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მკვლე­ლობის დაკ­ვე­თა“ სა­მეც­ნი­ე­რო ბიბლი­ო­თე­კა­ში
2013/02/22 17:11:32

21 თებერ­ვალს ქუ­თა­ი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახელობის სა­მეც­ნი­ე­რო ბიბლი­ო­თე­კა­ში ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას მთავ­რობის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბესა­რი­ონ გუ­გუშ­ვი­ლის წიგ­ნის „მკვლე­ლობის დაკ­ვე­თა“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძიებას წინ 90-ია­ნი წლებისათ­ვის და­მახასი­ა­თებელი შე­სა­ვა­ლი უძ­ღო­და: მას შემ­დეგ, რაც სა­ე­რო პირ­მა „მა­მაო ჩვე­ნო“ ხმა­მაღ­ლა წა­ი­კითხა, ბიბლი­ო­თე­კა­ში მი­სულ სა­ზო­გა­დოებას სა­ქარ­თვე­ლოს ძვე­ლი ჰიმ­ნი და პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი მო­ას­მე­ნი­ნეს.

 

პრე­ზენ­ტა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო „სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბლი­კის დევ­ნი­ლი მთავ­რობა“, რომ­ლის ერთ-ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფი­რუზ დი­ა­კო­ნი­ძე „P.S.“-თან საუბრი­სას აღ­ნიშ­ნავს: „წიგ­ნი არის რე­აქ­ცია იმ უსა­მარ­თლო დას­კვნა­ზე, რო­მე­ლიც ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას გარ­დაც­ვა­ლების მი­ზეზ­თა შემ­სწავ­ლელ­მა კო­მი­სი­ამ, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სახურ­დი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობით, გა­მო­ი­ტა­ნა. „ჩვენ არ ვცნობთ ამ დას­კვნას, ვი­ნა­ი­დან ეს იყო კო­მი­სი­ა, რო­მე­ლიც პი­არს უკე­თებდა იმჟამინ­დელ მთავ­რობას და სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­თი­თებით წერ­და დას­კვნას. მათ ცი­ლი დაგ­ვწა­მეს და ისე გა­მოიყვა­ნეს, თით­ქოს ჩვენ, პრე­ზი­დენ­ტის უახლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა მი­სი მტრები ვიყავით, შე­ვარ­დნა­ძე და ელ­ცი­ნი კი - უახლო­ე­სი მე­გობრები. ამ წიგ­ნის თი­თო ეგ­ზემ­პლა­რი გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და პარ­ლა­მენტს და მო­ვითხოვეთ მათ­გან რე­ა­გი­რება, და­იწყონ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­ძიება და ჩვენს ცი­ლის­წა­მებას თა­ვი და­ა­ნებონ.“ იმ ადა­მი­ა­ნებმა, ვი­საც წიგ­ნი უკ­ვე წა­კითხული ჰქონ­და, აღ­ნიშ­ნეს, რომ შიგ შე­ტა­ნი­ლია ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვის შე­სახებ შექ­მნი­ლი თით­ქმის ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო და სა­გა­ზე­თო მა­სა­ლა. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მთავ­რობის წევ­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ წიგ­ნი, თა­ვის მხრივ, დაეხმა­რება გა­მო­ძიებას სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ში.

ბესა­რი­ონ გუ­გუშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამჟამად პო­ლი­ტი­კურ ემიგ­რა­ცი­ა­ში, ფი­ნეთ­ში იმყოფება, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე შეკ­რებილთ „skype“-ის მეშ­ვეობით მი­მარ­თა. მან წიგ­ნის შექ­მნის აუ­ცი­ლებლობასა და გამ­სახურ­დი­ას გარ­დაც­ვა­ლების არას­წორ გა­მო­ძიებაზე ისაუბრა. სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა არა მხოლოდ პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­ღუპ­ვის, არა­მედ - „ეროვ­ნუ­ლი მოძ­რაობის“ დაკ­ნი­ნების გა­მო.

ბიბლი­ო­თე­კა­ში კარ­გად ჩან­და, რომ ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას მომხრე­თა სუ­ლის­კვე­თება, მიუხედა­ვად გა­სუ­ლი წლებისა, არ გა­ნე­ლებულა, ვი­ნა­ი­დან პრე­ზენ­ტა­ცია კითხვა-პა­სუხის, უფ­რო სწო­რად კი - და­პი­რის­პი­რების ფონ­ზე გაგ­რძელ­და. შეკ­რებილ­თა­გან ზო­გი თა­ვად წიგ­ნის ავ­ტო­რით, ზო­გიც კი ხელი­სუფ­ლებით იყო უკ­მაყოფი­ლო.

თი­ნი­კო მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, „მრგვა­ლი მა­გი­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“: „მე ვიყავი და ვარ ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას ერ­თგუ­ლი ჯარის­კა­ცი. მე და ჩემ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებმა ბევ­რი ვიბრძო­ლეთ, ეს ბესა­რი­ონ გუ­გუშ­ვი­ლი კი სა­ი­დან გა­მოჩ­ნდა! ის ყოველ­თვის ლან­ძღავ­და და ჩირქს სცხებდა პრე­ზი­დენტს და მის ოჯახს. თუ­კი გამ­სახურ­დი­ამ მარ­თლაც თა­ვი მო­იკ­ლა, ამა­ში უდი­დე­სი პა­სუხის­მგებლობა სწო­რედ გუ­გუშ­ვილს ეკის­რება და მას წიგ­ნის და­წე­რის მო­რა­ლუ­რი უფ­ლება არ აქვს. ფი­რუზ დი­ა­კო­ნი­ძე კი სა­ერ­თოდ ვინ არის, ის გა­რიცხული იყო ყვე­ლაფ­რის­გან და ახლან­დელ ხელი­სუფ­ლებას თუ აღი­ა­რებს, მა­შინ თვი­თონ ვინ არის? გა­მო­დის, რომ აღა­რაა უზე­ნა­ე­სი საბჭოს წევ­რი.“

ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი: „მე ვარ იმ ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს და ამ გა­მო­ძიებას ბოლომ­დე მიიყვანს. რაც შეეხება წიგნს, მას ჯერ არ გავ­ცნობივარ, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, მას­ში იქ­ნება რა­ღაც სი­მარ­თლე და გა­მო­ძიებას დაეხმა­რება. ჩვე­ნი მთავ­რობის არა­ლე­გი­ტი­მუ­რობაზე საუბარი კი უად­გი­ლო და აბსურ­დია. მათ ხუნ­ტა იმ მთავ­რობისათ­ვის არ უწო­დებიათ, ვინც მარ­თლა იმ­სახურებდა და ახლა კი გა­ვაჟკაც­დნენ!“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია