დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორციონ ბართანა – ქართულად
2010/10/04 12:29:41

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გასულ კვირას იერუსალიმიდან სტუმრები ეწვივნენ - პოეტი ორციონ ბართანა და პროფესორი რუბენ ენუქაშვილი. სტუმრობის მიზეზი, დიდი სიყვარულის გარდა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს ერთმანეთთან აკავშირებს, ორციონ ბართანას წიგნის პრეზენტაციაც იყო. მისი ლექსები უნივერსიტეტის პროფესორმა ომარ გვეტაძემ თარგმნა, ეს უკვე მეორე წიგნია „საიდუმლო ნიშნები“, უფრო სწორად, მეორე გამოცემა, ბევრი ახალი ლექსით.

„ჩვენი მეგობრობა არიელის უნივერსიტეტთან ახალი არ არის, ეს მეგობრობა კვლავ გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება ამისთვის მზაობა,“- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიგა ღავთაძემ.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვართ, ქუთაისში, მე თვითონ ქუთაისიდან ვარ, ამ ქალაქის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ეს სიყვარული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა, კვლავ გავამყაროთ. რომ წავედით, მერე უფრო მივხვდით, რა სიყვარული გვქონია ერთმანეთთან. აქ ძალიან ცოტა დავრჩით საქართველოში ქართველი ებრაელები, მე მინდა, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, თქვენ მოუაროთ ჩვენს სალოცავებს,“- განაცხადა რუბენ ენუქაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია