დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საბავშვო წიგნის კონკურსი „ბავშვების რჩეული-2009“
2010/06/14 13:44:49

კონ­კურ­სის წე­სების თა­ნახმად, ჟიუ­რის თა­ვად პა­ტა­რა მკითხვე­ლი წარ­მო­ად­გენს და მო­ნა­წი­ლეობის მი­ღება სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ბავშვს შე­უძ­ლია (მე-3-მე-6 კლა­სი). ამი­სათ­ვის ერ­თა­დერ­თი რა­მაა სა­ჭი­რო - ბავ­შვებმა უნ­და წა­ი­კითხონ 2009 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლი საბავ­შვო წიგ­ნები და და­ა­სახელონ სა­უ­კე­თე­სო.

მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი (კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი): „კონ­კურ­სის მი­ზა­ნია მო­ზარ­დებში წიგ­ნის კითხვის ჩვე­ვის  ხელ­შეწყობა, საბიბლი­ო­თე­კო სის­ტე­მის გა­აქ­ტი­უ­რება და ქარ­თუ­ლი საბავ­შვო წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე წიგ­ნების სია (2009 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე, ცოცხალი საბავ­შვო მწერ­ლების მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მოებები, პრო­ზა, პო­ე­ზია) მი­ე­წო­დებათ სკო­ლების პე­დად­გო­გებს. მას­წავ­ლებელი ურ­ჩევს მოს­წავ­ლეებს, ისარ­გებლონ მა­თი სას­კო­ლო, რა­ი­ო­ნუ­ლი ან სა­ქა­ლა­ქო ბიბლი­ო­თე­კის მომ­სახურებით, გა­მო­ი­წე­რონ სა­კონ­კურ­სო წიგ­ნები და წა­ი­კითხონ ისი­ნი.

მოს­წავ­ლეები კითხულობენ წიგ­ნებს, ხოლო შე­მოდ­გო­მა­ზე ავ­სებენ სპე­ცი­ა­ლურ ფორ­მას, რო­მელ­შიც წიგ­ნებს (5 წიგნს) ანი­ჭებენ ნო­მერს იმის მიხედ­ვით, რო­მელ­მა მათ­გან­მა და­იმ­სახურა მა­თი მო­წო­ნება. ბავ­შვი პირ­ველ ნო­მერს ანი­ჭებს იმ წიგნს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა, შემ­დეგს ანი­ჭებს ნო­მერ 2-ს და ა.შ. ხუთამ­დე. შევ­სებული ან­კე­ტები ეგ­ზავ­ნება ფონდს და ხმის დამ­თვლე­ლი კო­მი­სია (5 კა­ცის შე­მად­გენ­ლობით, რო­მელ­თა შო­რის არ არის არც ერ­თი მწე­რა­ლი) აჯამებს შე­დე­გებს. ხმის მი­ცე­მის შე­დე­გები მოს­წავ­ლეებმა, პე­და­გო­გებისა და მშობლების დახმა­რებით, შე­იძ­ლება გად­მოგ­ზავ­ნონ  ელექ­ტრო­ფოს­ტი­თაც. 

ირ­მა მა­ლა­ცი­ძე (კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი): „ეს კონ­კურ­სი „ბავ­შვთა ჟიუ­რის“ ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გი­ა, რო­მე­ლიც ყოველ­წლი­უ­რად ტარ­დება შვე­დეთ­ში და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. იქ ყვე­ლა მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლეობს და თუმ­ცა პრიზს ფუ­ლა­დი ჯილ­დო არ ახლავს, მა­ინც ყვე­ლა­ზე პრეს­ტიჟულია საბავ­შვო მწერ­ლებს შო­რის. კონ­კურ­სის ჩა­ტა­რება ჩვენ­მა შვედ­მა კო­ლე­გებმა გვირ­ჩი­ეს, რომ­ლებმაც ჩვე­ნი სტოკჰოლ­მში ვი­ზი­ტის დროს გაგ­ვაც­ნეს ჟიუ­რის მუ­შაობის პრინ­ცი­პი. ვფიქ­რობ, რომ მსგავ­სი კონ­კურ­სის ჩა­ტა­რება სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­საძ­ლებელი­ა, თუმ­ცა, რო­ცა უკ­ვე წა­მო­ვიწყეთ ეს საქ­მე, ბევ­რი პრობლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. ჯერ ერ­თი, იმ­დე­ნად ცო­ტაა გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რის ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რების ნა­წარ­მოებები, ძა­ლი­ან გა­გ­ვი­ჭირ­და სა­კონ­კურ­სო წიგ­ნების „შეგ­რო­ვება“, მე­ო­რეც - სას­კო­ლო ბიბლი­ო­თე­კებში და ბევრ სა­ქა­ლა­ქო ბიბლი­ო­თე­კა­ში არც ერ­თი სა­კონ­კურ­სო წიგ­ნი არ აღ­მოჩ­ნდა. მა­გა­ლი­თად, ჩვენ სტუმ­რად ვიყავით ხაშუ­რის საბავ­შვო ბიბლი­ო­თე­კა­ში.  მა­თი ფონ­დი ისე­თი მწი­რია (ძი­რი­თა­დად ახალ გა­მო­ცე­მებს ვგუ­ლისხმობთ), რომ ბავშვს გა­უ­ჭირ­დება სა­კონ­კურ­სო წიგ­ნების მო­პო­ვება და წა­კითხვა. არა­და, ამ კონ­კურ­სის მთა­ვარ მი­ზანს სწო­რედ საბიბლი­ო­თე­კო ქსე­ლის გა­აქ­ტი­უ­რება წარ­მო­ად­გენს. მიუხედა­ვად ამი­სა, მა­ინც იმე­დი გვაქვს, სკო­ლები მი­ი­ღებენ მო­ნა­წი­ლეობას კონ­კურ­სში “.

გა­მარჯვებულ წიგნს, ყვე­ლა­ზე მე­ტი ხმით, მი­ე­ნი­ჭება „2009 წლის ბავ­შვთა რჩე­უ­ლი წიგ­ნის“ წო­დება და დაჯილ­დოვ­დება ქარ­თუ­ლი საბავ­შვო წიგ­ნის დღეს, 27 ოქ­ტომბერს. სიმბოლურ ჯილ­დოს მწე­რალს თა­ვად ბავ­შვები გა­დას­ცე­მენ.

 

წიგ­ნების სია კონ­კურ­სი­სათ­ვის „ბავ­შვების რჩე­უ­ლი“

 

1. ლექ­სების და მოთხრობების კრებული „მო­დით, მო­დით, ბავ­შვებო“, მა­ნა­ნა და ქე­თე­ვან აბრა­მიშ­ვი­ლები („დი­ო­გე­ნე“);

2. თამ­რი ფხაკა­ძე - „ხაჭა­პუ­რი“ („პა­ლიტ­რა-L“);

3. ირაკ­ლი ლო­მო­უ­რი - „რით­მო­ცა­ნები“ („პა­ლიტ­რა-L“);

4. ვა­სილ გუ­ლე­უ­რი - „ხუთი ამბავი ლექ­სად“ („სე­ზა­ნი“);

5. ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი - „სა­ნამ ფრთო­სა­ნი   ლო­მები  დაბრუნ­დებიან“  („გია  ქარჩხაძის  გა­მომ­ცემ­ლობა“);

6. ირ­მა მა­ლა­ცი­ძე - „ონა­ვა­რი ლუ­კი დრო­თა ქვეყანა­ში“ („პე­გა­სი“);

7. მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი - „ნატ­ვრის­თვა­ლო მზი­საო“ („პე­გა­სი“);

8. მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი -  „ნა­ნი­ნები“ („პე­გა­სი“);

9. ზა­ზა აბზი­ა­ნი­ძე - „ბუსუნ­სუ­ლები“ („პე­გა­სი“);

10. შო­თა ხოდაშ­ნე­ლი - „მე­ფე ვახტანგ გორ­გა­სა­ლი“ („სა­ქარ­თვე­ლოს მაც­ნე“);

11. მა­რი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი - „მა­რი ლუ­კის ზღაპ­რები“ („სა­ქარ­თვე­ლოს მაც­ნე“);

12. გუ­გუ­ლი ტო­გო­ნი­ძე - „თე­ო­ნა“    („ეროვ­ნუ­ლი მწერ­ლობა“);

13. აზა ბას­ლა­ნი­ძე -  „ჯადოს­ნუ­რი კიბე“ („ეროვ­ნუ­ლი მწერ­ლობა“);

14. გუ­გუ­ლი ტო­გო­ნი­ძე - „ლა­შა მი­დის სკო­ლა­ში“ („შე­მეც­ნება“);

15. მა­ნა­ნა წე­რე­თე­ლი  - „ლექ­სო, ცი­სა და ეს სამყარო“ („შე­მეც­ნება“);

16. ცი­რა ყურაშ­ვი­ლი - „ქრის­ტე­სია“;

17. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „ამუ­რის სა­მი ისა­რი“ („სან­დროს წიგ­ნები“);

18. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „ძვე­ლებური ნივ­ვების მუ­ზე­უ­მი“ („სან­დროს წიგ­ნები“);

19. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „ძვე­ლებური ტე­ლეს­კო­პი“ („სან­დროს წიგ­ნები“);

20. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „დაბზა­რუ­ლი გუ­ლი“ („სან­დროს წიგ­ნები“);

21. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „­ძვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი“ („სან­დროს წიგ­ნები“);

22. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „უც­ნა­უ­რი წიგ­ნი“ („სან­დროს წიგ­ნები“);

23. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „მფრი­ნა­ვი გო­ჭი“ („სან­დროს წიგ­ნები“);

24. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „სან­დრო და მიკ­რობი“  („სან­დროს წიგ­ნები“);

25. სან­დრო ასა­თი­ა­ნი - „სან­დრო და ჩა­ის ჭი­ქა“ („სან­დროს წიგ­ნები“);

(სია შედ­გე­ნი­ლია გა­მომ­ცე­მელ­თა მო­ნა­ცე­მებზე დაყრდნობით)

 

საბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ფონ­დი თხოვ­ნით მი­მარ­თავს მშობლებს და პე­და­გო­გებს, დაეხმა­რონ ბავ­შვებს, რა­თა მათ შეძ­ლონ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლეობა. მათ შე­უძ­ლი­ათ, ნების­მი­ე­რი შე­კითხვით  მი­მარ­თონ ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მი­სწე­რონ მი­სა­მარ­თზე: libo­.fund@gmail.com

 

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი წიგ­ნების შე­ძე­ნა მა­ღა­ზია „ქი­მე­რი­ონ­ში“ შე­გიძ­ლი­ათ.

თუ და­ინ­ტე­რეს­დებით, დაგ­ვი­რე­კეთ: 877 24 77 11. ნა­ტო.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია