დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ფულია 50 ლარი?
2013/05/27 11:59:03

თქვენი ქაიხოსრო ბაბუა მარშუტკაში გახლდათ. ჩემ უკან ვინცხა დარბაისელი ქალბატონები რაღაცას ლაპარაკობდენ ერთმანეთში და ქე მივაყურადე... 

რა მომხთარა თურმე! ვანში ყოფილან ეს ქუთაისელი პედაგოგები ვინცხას გასვენებაში. ქალაქში დაბრუნებულებს უთქვიათ, მოდით, საცხა ერთათ დავჟდეთ, გული გადავაყოლოთ, გევიხსენოთ ამბებიო. ოუკრეფიათ ფული, შესულარიენ „ტორპედოს“ ბაზის უკან, მუხნარში რო ბარი თუ რესტორანია, იქანა. მიუციათ მსუბუქი „ზაკაზები“ - მთავარი ჭამა ხვარაა, კაცო, ამ ადამიანებს ერთათ ყოფნა უნდოდათ. მარა რაი, დოუანგარიშებიათ იქანა ამათი შეკვეთები, შოუჯამებიათ და, რავარც ერთი სათვალიანი, თავიქალი მარშუტკაში ყობოდა, ქე გამოუშვიათ უარით: 50 ლარი რაის ფულია, მეტს თუ არაფელს შოუკვეთავთ, ამ ფასათ, აპა, ჩვენს რესტორანში ვერ შემოგიშვებთო!

შეჩქვიფებულან ეს დარბაისელი, პატიოსანი ქალები - ნამდვილათ ქუთეისია, თუ საცხა, ევროპაში მოვხვთით, უბრალო ადამიანებს ფეხს რო არ გვადგმევიებენ ამ კვების ობიექტშიო. როის მერე დანაწილდა ჩვენ ქალაქში მდიდრების და ღარიბების რესტორნებიო!

ვაი, თქვენ მოგიკვტათ ქაიხოსრო ბაბუა, ჩემო დაჩაგრულო გოგუებო! ეტყობა, იქანა პარლამენტარები და მინისტრები ყავენ მიჩოული და იმგენის ფულის იმედით მუშაობს მაგი რესტორანი, თვარა, 50 ლარი თუ ქუთეისში ფული არაა და, აპა, რაია? ღმერთმა ნუ ქნას და, პარლამენტი თუ წეიღენ თფილისში, მერე ნახეთ: პონჩიკების ფულსაც არ დეიწუნებენ ამ რესტორანში!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია