დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა­ტო უშ­ვებს გძელ ფჩხილებს ჩე­მი რძა­ლი?
2012/09/10 14:29:18

გე­ვიხედე და, ჩე­მი ოჯახობა ხმა­მაღ­ლა არ ელა­პა­რი­კება რაცხას ჩვე­ნი ბიჭის ცოლს? მის­დღემ­ში არ მახსოვს, ნა­ზი­კი­ეს ერ­თი გა­დაკ­რუ­ლი სიტყვა ეთ­ქვას რძლი­ზა, ამი­ტო, ცთუ­ნებას   ვერ  გო­უ­ძე­ლი  და  მი­ვაყურა­დე.

ნა­ზი ეუბნება შო­რე­ნას: „არა, ბატო­ნო, რა ვქნა, შე­ნი გა­მომცხვა­რი ჭა­დი არ იჭ­მება, რა იცი, რა მოხვთება ცომ­ში მაგ­სიგ­ძე ფჩხილებიდან. შენ რო სუფ­თა გგო­ნია, ჩე­მო გო­გო, ქვეყნის მიკ­რობები იქ­ნება შით, ბოლომ­დე ვერ  გე­ი­სუფ­თა­ვებდი მა­გა­სო.“ ამა­ზე შო­რე­ნამ ტი­რი­ლით უპა­სუხა, ჩოთ­ქით გა­მე­ვიწ­მინ­დე, ნუ გე­ში­ნია, არ მოგ­წამ­ლავ­თო.

გე­ვე­დი ქუხნა­ში მშვი­დობის მტრე­დი­ვით და ვი­კითხე, რა გჭირთ, ქა­ლებო-თქვა. შო­რე­ნამ შემომჩივლა დე­და ჭადს არ მაცხობიებს, არ მენ­დობაო.

მე, უნებურათ, ფჩხილებზე დავხედე და მარ­თლა ისე უბზი­ა­ლებდა შინ­დის­ფრათ გაკ­რას­კუ­ლი ფჩხილები, გე­გო­ნებოდა, სა­ნამ-ყენე შინ­დის მარ­ცვლები აქვს მი­წე­პებულიო. ჩვენს რძალს სა­ერ­თოთ არ უყვარს გაპ­რან­ჭვა და ამ­სიგ­ძე, ხანჯლებივით ფჩხილები რო დო­უ­ნახე, ესეც ვი­ფიქ­რე, რაცხას უპი­რობს, ნამ­დვი­ლათ, დე­დამ­თილს და გლახათაა-თქვა ნა­ზი­კი­ეს საქ­მე.

რა­ია, შვი­ლო, ამხელა ფჩხილები-თქვა, ტკბილათ რო შე­ვა­პა­რე. პა­სუხათ ისე­თი რაცხა მი­ვი­ღე, გე­დე­ვი­რიე კა­ცი: „პირ­ველ ოქ­ტომბრამ­დე უნ­და მე­ვი­ზარ­დო კი­დოო, - თქვა შო­რე­ნამ, - სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ვარ ჩვე­ნი პარ­ტი­ი­დან შე­სუ­ლი. ბიუ­ლე­ტე­ნების დათ­ვლი­სას, რო შევხედავ, ამომ­რჩე­ვე­ლი უბან­ში ხმას კონ­კუ­რენტ კან­დი­დატს აძ­ლევს, ფჩხილ­ქვეშ და­მაგ­რებული პას­ტის ან ფან­ქრის წვე­რით კი­დო ერთხელ შე­მოვხაზავ რო­მე­ლიცხა წრეს, ან პტიჩ­კას დო­უ­სობ და ხელათ გა­ვა­ფუ­ჭებ იმის ბიუ­ლე­ტენ­სო.“

დი­ი­დუუ, რა­ზე ყოფი­ლა ფუ­ლის გუ­ლობიზა წამ­სვლე­ლი ეს ჩვე­ნი რძა­ლი! ცუ­დათ გა­მიხთა გუ­ლი! იმ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე კან­დი­დატს მეც არ ვაძ­ლევ ხმას, მა­რა, ამ­ფე­რი უღირ­სი ხერხით არ­ჩევ­ნებში მე­ტო­ქის გა­ნად­გუ­რება შე­იძ­ლება, კა­ცო?!! თფუი, ვინცხამ ამის­თა­ნა რაცხა ას­წავ­ლა შო­რე­ნი­ას, იმის სახსე­ნებელი არ გე­იშ­ვა ქვეყანა­ზე! და არც ამის­თა­ნა რძლის გა­მომცხვა­რი ჭა­დი მინ­და მე!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია