დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატრულები „სამში ერთზე“
2012/07/23 12:43:51

რას არ შეხედავ, კაცო, ამ დასაფსები თვალებით! ყველგან და ყველაფერში სიახლე ვინ გეიგონა, გედევირიე ამ სიბერეში! ქე ვიცი, ჩვენი ძალოვანი უწყება მაგარი რომაა და ყორიფერს რო აკონტროლებს, მარა ამისთანა არაფერი მომსწრებია, რაც მე ვნახე!

ორი დღის წინ მერიაში ვიყავი, ბიჭებთან მქონდა რაცხა გასარკვევი, საქვეყნო და სამეზობლო პრობლემებს რა გამოლევს, ხოდა, იქვე, ბაღისკიდეზე ჩამოვჯექი. ჩემი, რო იტყვიან, ტრუსიკის მეგობრები - კაკოიე და ჟორიკიე ვნახე. ჩემი თავი მგონია საიქიოში მიმავალი და აგენი ხო თლათ წასულან ხელიდან - პროტეზს ძლივს იკავებენ პირში. კი ჩამწ-ყდა გული, მივდივართ ნელ-ნელა ზალისკენო, რო მითხრა კაკოიამ. ხოდა, ამნაირ ლაპარიკში ვართ და საფრთხობელასავით არ ჩამეიარა რაცხამ? თვალებს არ დოუჯერე, რა ოხრობაა ეგი-თქვა. ჩვენი სანაქებო პატრულის თანამშრომლები შემომდგარან გორგოლაჭებზე და პატრულობენ ასე ამ ხელისგულისოდენა ბაღში.

რო შევხედე, ცოტა უხერხულათ ვიგრძენი თავი: ორ მრგვალ გორგოლაჭზე გაშტიკინებული გრძელი ტარის შემხედვარეს, სამაკაჭკა არა და, რაცხა სხვა ოხრობა კი გამახსენდა. ამის გაფიქრება და, უკბილო კაკოიამ ჩეიჩიფჩიფა:  „სამში ერთიო“.

მაინტერესებს ძალიან, ამ დასასვენებელ ბაღში, ჩვენს საქვეყნოთ ნაქებ ბულვარში, ხალხს წყემსავენ, მერიის შენობას თუ ახალაშენებულ ტუალეტებს? მარტო მე კი არა, ხალხიც გაკვირვებული უყურებდა. ამ პატრულის ბიჭებს კიდო სახე ისე ალეწოდათ, ვერ გავარჩიე, სირცხვილის სიწითლე იყო, თუ სიცხის ბრალი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია