დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საიდან მოდის ცუდი სუნი?
2012/07/09 13:49:01

თქვენი ქაიხოსრო ბაბულია ცოტა ქე მობერდა, მარა, ისე კი არა, ძმაკაცობა და მტერ-მოყვარე ეშლებოდეს. ერთი ბოთლის დალევაც ქე შემიძლია და კაი ცედური მრავალჟამიერის შემოძახებაც. ხოდა, ჯარის ამხანაგი, გადამდგარი პოლკოვნიკი, რო მესტუმრა გუშინწინ, ახალგაზრდა ბიჭივით დავტრიალდი - სუფრაც გოუშალე, გელათში და  ბაგრატზეც  ევი-ყვანე  და ბოლოს ბულვარში გავარონიე.

ჟორა აკაკის დიდი პატივისმცემელია, „გამზრდელი“ მეექვსე კლასში იცოდა ზეპირად, ამიტო ისთე რავა იქნებოდა, სულგანათლებულის ძეგლთან არ მიმეყვანა. მერე იქვე, ახლოში ჩამოვჯექით და დევიწყეთ ძველი ამბების გახსენება.

უცეფ, რაცხა გლახა სუნი მეცა. მე ვთქვი, ამ ყაზახს სიბერეში ხვარ დეეწყო გაპარვა, დიიდუ, წუხელის თუ მოსპო ნაზიკიას ქვეშაგები, რა გოუძლებს ჩემს კნეინას-თქვა. გევიხედე და - იგიც არ მიყურეფს რაღაცნაირი ეჭვით? ამ დროს ცხვიმპირზე ხელაფარებულმა გოგუებმა ჩამეიარეს. მივხვთი, რაცხა ახლოში ხთებოდა. ავდექი და ორი ნაბიჯი არ გამივლია, ხელათ გავარკვიე, რაშიც ყოფილა საქმე: ბულვარში ტუალეტს რო აშენებენ, ჯერ არ დასრულებულა, მარა შემოღობილ მშენებლობაზე თურმე ხალხი შედის და ისაქმებენ და ამ სიცხეში იმიტომ ყარს ყველაფერიო. კი არა, ამ ტუალეტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებიც გადარეული არიან: აღარ შეგვიძლია, ბლოკს ხელი ვერ მოვკიდეთ, ყველაფერზე მოსაქმებულიაო. მოკლეთ, ამხნის ვარ და ვიძახი, ყველაფერი გამიგია-თქვა, მარა ამფერი უზნეობა და უსირცხვილობა არ გამიგია, ხალხი ასე ექცეოდეს თავის ქალაქს, შეიძლება, კაცო?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია