დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგების ტაშ-ფანდურა ნარჩემაშვილებში
2012/05/07 12:04:11

ამ წინასაარჩევნოთ თლად არ გედეირია აი ჩვენი მთავრობა?! ორი მაისის ღონისძიებამ ქე ჩეიარა ნაირნაირი ღონისძიებებით,  დიდი სტუმრიანობით: ჩვენი ხალხიზა იმდენათ სა ეცალათ, მარა, სამაგიეროთ, მეორე დღე იყო მხიარული და დოუვიწყარი: ყველა სკოლის პედაგოგ-მასწავლებლები დიდი პატივისცემით მეიპაიჯეს მერიაში, მერე კი - გეგუთში, ნარჩემაშვილების რესტორანში აქეიფეს და აგრიალეს! აპა, რავა გგონიათ თქვენ!  ხო ჭირდებოდათ კაი დატრენინგება და ნამუსზე შეგდება - იმიტო გაჭმევთ და გასმევთ, რო ჩვენიანები ხართო! მარა მარტო საჯარო სკოლებით კი არ შემეიფარგლა, ჩემო ბიძიებო, ქუთაისის მერია: რავა, სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს აწყენდათ ტაშ-ფანდურე და გრიალი, თუ? ხოდა, იგენიც დააფასეს, ჩემო ბატონო.

რომ კითხო ჩვენ მთავრობას, წინასაარჩევნოთ კი არაფერს არ ხარჯავს ვითამ, მარა ამომრჩევლის მოქრთამვა და დაშანტაჟება მათი მხრიდან კაი ხნის დაწყებულია. აპა, ბიჭი ხარ და, თუ ცოლი ან შვილი გყავს საჯარო სამსახურში, ან შენ თვითან გაქვს რაცხა პატარა თანამდებობა, - გაბედე და უთხარი ვარი მხარდაჭერაზე! მიიღეფ კაი ჭიტლაყს სამსახურიდან და მოგიწევს საცხა, ბაზრობაზე, მწვანილის თუ თურქული ტრუსიკების გაყიდვა! სამაგიეროთ, „თავისიანების“ დაფასებაც ქე იციან, ხო ხედავთ! რას ვიზამთ, დიდი ძალაა მაგენის ხელში და, აპა, თქვენს საწყალ ქაიხოსროს ამ სიცხეში ერთ კათხა ლუდსაც არ მიაწვდის ვინმე, ქეიფი და გრიალი კი არა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2818
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია