დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაგვის მანქანა წარწერით „ქუთაისის მერია“
2012/03/19 13:37:49

ქალაქში დასუფთავების პრობლემა, ასე თუ ისე, ქე მოგვარდა და კვირაში ერთხელ მაინც გააქვთ ნაგავი. ეს ყველაფერი კაია, ჩემო ბიძია, მარა მოგეცათ ლხენა, ამას წინათ მე ვიცინე.

ამ ხანგრძლივ ზამთარში სახლში ჯდომით დაღლილმა გევიფიქრე: გავალ პაწა გარეთ-თქვა და უბნის ბიჭებთან ერთად დევიწყე ბჭობა ცხოვრების ავკარგიანობაზე. ამ დროს ჩვენთან ახლოს მოგრიალდა დიდი, მოთეთრო-მონარინჯისფრო მანქანა, რავარც ჩვენში უძახიენ - „ნაგვის მანქანა“ და ურნების  გასუფთავება  დეიწყეს.  თეთრ  მანქანაზე  ნარინჯისფრად დაწერილმა სიტყვებმა ჩემი ყურადღება მიიქცია. წევიკითხე, ვიფიქრე - ამ ბებერ თვალებს მეეჩვენა-თქვა და აჩკები მევიმარჯვე, მარა შენც არ მომიკვდე - არაფერი შეცვლილა. „ნაგვის მანქანაზე“ ისევ ქე იწონებდა   თავს   წარწერა „ქუთაისის მერია?“

- რა იყო, შე კაცო, ახლა ნახე მაგი წარწერა!- გამომეხმაურა ჩემი კარის მეზობელი ჭაჭულია, - ხო ხედავ, რავარი კარქათ მოუფიქრებიათ თავისი ადგილი! - მიაყოლა იქვე ხუმრობა.

რა მეხუმრებოდა, გედევირიე კაცი: ამ რეფორმა-რეფორმაში მთლა გამოსულელდნენ ეგენი, თუ რა ჭირთ? ლოზუნგების მოფიქრების მეტი მაგათ არაფერი გამოდიოდათ და ესეც გოუჭირდათ? რა გახდა კაცო, ერთი შესაფერისი წარწერა ნაგვის მანქანაზე, მაინცდამაინც ამ ჩემი მეზობელი ჭაჭულიეს იუმორი უნდა გაამდიდრონ-ყენ?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია