დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ იჩანჩალა ქაიხოსრომ?
2012/02/27 12:06:38

გუშღამ თქვენ ქაიხოსროს იმისთანა დღე დაადგა, ახლაც ქე მტკივა ე ნაჯაფი ბებერი ფეხები. მე ვთქვი, ჩემ ძმაკაცებს ვნახავ-თქვა და წავყევი მარშუტს ნინოშვილის ქუჩისკენ. მძღოლს იმხელაზე ქონდა მუსიკები აწეული, მეც ქე მატკინა ყურები, ამ გამოყრუებულ ბერიკაცს. რამე წყნარს კი არ ჩართავენ ე გასახარებლები, სულ დარიდურებს ამღერებენ იმხელა ხმაზე, შევწუხდი კაცი. მივედი, რავარც იქნა, გაჩერებაზე და ქე ჩავალ აწი-თქვა, წამევიწიე, მარა ვინ გაგიჩერა? ქე რო „იმერულ ესკიზებში“ ბებიაა, იმის ხმაზე ვყვირივარ: გააჩერე, გააჩერე-თქვა, მარა მძღოლი ისთე იყო გართული ამ სიმღერებში და იმხელაზე ქონდა ხმა აწეული, სა ესმოდა ჩემი ყვირილი! ორი გაჩერების მერე ვინცხა მადლიანი კაცი იჯდა წინ და იმან გადაჰყვირა, გააჩერეო, თუარა, არც იქანე გამიჩერებდა. რა მექნა, ჩამევედი და ქე წამოვყევი ფეხით უკან გზას, მეტი ფული მე არ მედო ჯიბაში, ზუსტათ სამგზავრო მქონდა წამოღებული სახლიდან და კიდო მეორე მარშუტს რო გავყოლოდი, მერე თლა ფეხით მომიწევდა სახლში წასვლა, სა შემიძლია მე მაგდენი! ნეტაი სულ არ გამოვსულიყავი სახლიდან, მარა დევიღალე, კაცო, ამ სახლში ჯდომით. დავბერდი თუ არა, კი არ მომკვდარვარ, მეც ქე მინდა ახლობლების და ძმაკაცების ნახვა! ხოდა, მივედი რავარც იქნა, ძმაკაცთან, იქანე ჩემი ხნის ბაბუებს ერთად მეეყარათ თავი. მოვყევი ჩემი ამბავი, რაც დემემართა მარშუტში.

ანზორიამ მითხრა, მეც სულ მასე მემართებაო, მარტო მაგენი კი არა, ბევრი მარშუტკის შოფერი შობა მაგასო; აწიო ავტობუსით უნდა ვიაროო, მაინც ქე აჩერებენ ყველა ფეხის ნაბიჯზე და საცხა მინდა - ავალ და საცხა მინდა - ჩამოვალ, ქემაინც ამ დარიდურებს არ ჩართავენ ბოლო ხმაზე და არ მატკენენ თავსო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია