დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაო? მერიის ტელეფონი გამორთულიაო?
2012/01/30 12:37:31

ქე იცით თქვენ, ჩვენი ქალაქის თვითმმართველობა საკუთარ ფუფუნებაზე რაფრა ზრუნავს. მარა, ხალხო, ამ ბოლო დროს, არ გაინტერესებთ, რას ვამჩნევ? მერიის სამსახურში, მეზობლების დავალებით, რამეზე დარეკვა რო მჭირდება, ვინცხა, ოპერატორი არის თუ წელკავი, მპასუხობს: „ტელეფონი გამორთულია დავალიანების გამო.“ დავალიანება და ჯანდაბა მაგათ! ქე ვიცი, რატომაც რთავენ ამ ტელეფონებს... მარა, ვის რას დოუმტკიცებ დღეს! ა, ხუთშაბათსაც რამდენჯერ დავრეკე, თვლაც ქე დამავიწყდა, მარა, რათ გინდა, ისთავლე მპასუხობს ვინცხა ქალი - გამორთულიაო. ა, ბატონო, ფაქტი სახეზეა! სიარული რო შემეძლოს, კიდო რა მიჭირს. კასტილებით ძლივას დავჩანჩალობ, რაც შვილიშვილს ყინულის მოედანზე გავყევი, იმის მერე. სანამ მე მერიაში მივალ, მეორედ მოსვლა იქნება იქამდი.

ვარესი მეკუთვნის მე, ხმას რო არ ვიღებ და დღეს თბილ-თბილი სკამები გაქვენ დანაწილებული.

ისთავლე იმ ტელეფონის ზარზე ვფიქრობ. ვითამ მართალია, დავალიანება არისო, რო მეუბნება? რაცხა, არ მჯერა მაგი ამბავი, ხალხს ატყუებენ ყველაფერს, თვარა, მაგენს რო უნდათ, მაშინ ტელეფონი ჩართულია კი არა, ცოლს რას ეუბნები ივანიშვილზე, იგიც ქე ისმინება!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია