დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხვიჩა ჯარიდან გამოუშვეს...
2011/12/19 12:55:36

ჩემი ბიძაშვილიშვილი ხვიჩა მევიკითხე ამასწინ, მე ვთქვი, დავპაიჯებ საახალწლოთ-თქვა. ჯარში მუშაობდა, მთელი სენაკის ბაზის გაყვანილობები მაგის აწყობილია, ომიც გამეიარა ორი წლის წინ, დიდი ფრონტი გადახდა... ხოდა, რო მევიკითხე და იგიც ვუთხარი, ხვიჩა, რავაა საქმე ჯარში-თქვა, რაღა ჯარი, ჩემო ქაიხოსრო ბაბუა, გამომიშვენ ჯარიდანო. რას ქვია, ბიჭო, გამოგიშვენ. შენისთანა სპეციალისტი რუსის და ამერიკის ჯარს თითზე ჩამოსათვლელი თუ ეყოლება, წლოვანება შენ არ გაქვს ბევრი და შეხედულათაც კაი ყარამან ყანთელი რო ხარ-თქვა? - გედევირიე კაცი, - ახლა რაფერ არჩენ, ბაბულია, ოჯახს-თქვა?

შიმშილმა რო შემაწუხა, წევედი თბილისში, სამადლოთ, კაი ადამიანი შემხვთა. კედლებს ვულესავ და ერთ-ორ კაპიკს ევიღებო...

დიდუუუ, მომიკვტა გული, ხელფასით არჩენდა ოჯახს და... ახლა რაფრათ იქნება შენი საქმე, ან ვის მოუბრუნდა ხელი, შენი გათავისუფლების ბრძანება რო დაწერა, ანდა რა მიზეზით გამოგიშვეს-თქვა? - ძლივს ვკითხე.

რა ვიცი, ქაიხოსრო ბაბუა, ასე მითხრეს, შენ რუსეთში გაქ ნასწავლი ხელობა, იქოური განათლება გაქ, ამიტო ვეღარ გამუშავებთო...

აგია საქმე? კაცმა ამდენი იშრომა ქართულ ჯარში, იომა, იშრომა და ახლა ამიზა უნდა გამოუშვა სამსახურიდან? ამას ქვია პატრიოტი კაცის დაფასება და პატივისცემა?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია