დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოკითხვა თუ დაკითხვა
2011/12/05 11:59:58

იმე, ბაბულიებო, ეს რა გევიგონე ამ დასაფსები ყურებით! რას არ მეიფიქრებს შიშშეპყრობილი ე ჩვენი მთავრობა თურმე!

აგერ, ამ ჩვენს სანაქებო და საამაყო საფინანსო პოლიციას არ დოუწყია, კაცო, ნადირობა ინდმეწარმეებზე და შპს-ების დამფუძნებლებზე?! მითხრან ახლა, ტყვილიაო! ჩემმა ძმიშვილმა, ჯუმბერიკა იმერეტინსკიმ მომიყვა დღეს: დოურეკიათ თურმე მაგისთვის, სასწრაფოდ გამოცხადდით - საფინანსოს სამძებროდან ვართო. გაქცეულა, საწყალი, გულგახეთქილი - დარღვევა ხვარ მაქ, ნეტაი, არ დამიჭირონ და ტელევიზორში არ გამომჭყანონ მერეო. მიუციათ იქ კითხვარის ხუთი ფურცელი და, არ გაინტერესებთ, რა ეწერა იმ კითხვარში?! სად, რომელი პარტიის წევრი ხართო, ან რომელ პარტიას უჭერთ „პადეშკასო“, თქვენი ოჯახიდან ვინმე თუ არის პარტიის წევრიო“. ძმა ან და რა საქმიანობას ეწევაო; ახლა რო არჩევნები ტარდებოდეს, ვის შემოხაზავთო, ერთი სიტყვით, იმისთანა დაკითხვა მოუწყვიათ, ქე რო 37 წელში იცოდენ „ტროიკის“ წევრებმა. დოუშინებიათ ჩვენი მცირე მეწარმეები.

ისე, ჩვენ მთავრობას კი ოწონწოლიე რომ აქვს, ეტყობა, თლათ დაგვეზაფრენ „ნაცები“!

ამ ივანიშვილის გამოჩენამ კიდო უფრო ააძიგძიგა ესენი. გეიძახიენ - არჩევნებიო, ხოდა ამ არჩევნებზე ნახეთ თქვენ ბიზნესმენი ხალხის გატყავება! ზუსტად ამიზა დოურიგენ, ალბათ, ამ საწყლებსაც კითხვარები, აბა, სხვაი რაი ჭირი უნდოდათ, ნეტა! ამ გამჭირვალე შუშის შენობებს კი გვიშენებენ, მარა, თვითან სა იცავენ გამჭირვალობის და დემოკრატიულობის წესებს, მაგი გამაგებია ერთი!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია